„საქართველოს ბანკის“ პლატფორმას Businesscourse.ge-ს კიდევ ერთი ახალი კურსი დაემატა

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, „საქართველოს ბანკის“ უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge განვითარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, პლატფორმას ახალი კურსი დაემატა. კურსი, „როგორ დავთვალოთ სწორად“ საბუღალტრო-საფინანსო საკითხებს ფარავს და მას FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე უძღვება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და რომელიც მენეჯერებს თუ ხელმძღვანელებს ბუღალტრული და ფინანსური საკითხების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

„კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და იგი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მენეჯერებს თუ ხელმძღვანელებს იმ ბუღალტრული და ფინანსური საკითხების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ვიდეო ლექციები შემდეგ თემებს მოიცავს:

ბიზნესის სამართლებრივი ფორმები;

ბუღალტრული აღრიცხვის როლი ორგანიზაციაში;

პირველადი დოკუმენტების მნიშვნელობა;

ორგანიზაციისა და მეწარმის პირადი ფულის გამიჯვნა;

რა სხვაობაა ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ აღრიცხვას შორის;

ფინანსური მოგებისა და ნაღდი ფულის სხვაობის მიზეზები

არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევები ფინანსურ აღრიცხვაში“- ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსუდან ბარათაშვილის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინანსური და ბუღალტრული საკითხების მოწესრიგებაა

„მცირე და საშუალო ბიზნესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინანსური და ბუღალტრული საკითხების მოწესრიგებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა გზით მხარს ვუჭერთ მათ ამ პროცესების გამართვაში. ვქმნით საგანმანათლებლო კურსებს, ვატარებთ რეგულარულ შეხვედრებს და ციფრულ არხებში ვთავაზობთ შეღავათებს ტექნოლოგიურ პროგრამებზე. აღნიშნული ბიზნესკურსიც სწორედ ერთ-ერთი გამოხატულებაა ჩვენი ძალისხმევისა, გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნესები და მივცეთ მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. პლატფორმა მუდმივ რეჟიმში ახლდება და მომავალშიც არაერთ კურსს შევთავაზებთ ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

„აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსის პლატფორმაზე უკვე 50-მდე უფასო კურსი და მასტერკლასია ხელმისაწვდომია.

დარეგისტრირდით კურსზე „როგორ დავთვალოთ სწორად“ ამ ბმულის მეშვეობით ან შეარჩიეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული კურსი ვებგვერდზე Businesscourse.ge.„-ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს