ვიქტორ ორბანი - ურსულა ფონ დერ ლაიენთან ჩემი უკანასკნელი კონსულტაციის შემდეგ, ევროკომისიაში ჩემ მიერ ნომინირებული კვლავ ოლივერ ვარჰეი იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ჩემი უკანასკნელი კონსულტაციის შემდეგ, ევროკომისიაში ჩემ მიერ ნომინირებული კვლავ ოლივერ ვარჰეი იქნება, - ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

მისი თქმით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირს პოზიტიური წვლილის შეტანა შეუძლია თავის სამეზობლოში.

„უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირს შეუძლია ცვლილების შეტანა, როგორც პოზიტიურ ძალას თავის სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ. ის დიდებულ სამუშაოს ჩაატარებს მომდევნო ევროკომისიაში,“- განაცხადა ორბანმა.

ცნობილია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროკომისიას კვლავ ურსულა ვონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია