მარიამ ქვრივიშვილი - TIME-ის მიერ ქუთაისის 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელება იმერეთის და მისი ტურისტული ინდუსტრიის დიდი საერთაშორისო აღიარებაა

გავლენიანმა გამოცემამ TIME-მა ქუთაისი 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, TIME-ის მიერ ქუთაისის 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელება იმერეთის და მისი ტურისტული ინდუსტრიის დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

„ეს არის იმერეთის და მისი ტურისტული ინდუსტრიის დიდი საერთაშორისო აღიარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ცნობადობასთან ერთად პოპულარიზება გავუწიოთ რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებსაც და ამ მხრივ, იმერეთი ნამდვილად გამორჩეული მხარეა თავისი ისტორიით, კულტურის ძეგლებით, დაცული ტერიტორიებით, გასტრონომიით, ღვინის ინდუსტრიით და სხვ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მუდმივად ვეწევით იმერეთის პოპულარიზებას. გარდა ამისა, ქვეყნის ყველაზე მზარდი აეროპორტის სიახლოვე ასევე პოზიტიურად აისახება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მატებაზე საქართველოს ამ უძველეს ქალაქში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდებოდეს მეტი ფრენა მეტი მიმართულებით. მგზავრთნაკადის მატება, ბუნებრივია, ზრდის ინტერესს ქუთაისისა და ზოგადად იმერეთის ტურისტული ობიექტებისა და სერვისების მიმართ. TIME-მა კარგად შენიშნა ეს ტენდენცია, რაც ქუთაისის მიმართ არსებობს საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით, თუმცა, პოტენციალი გაცილებით დიდია", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს აღიარება არის იმ მარკეტინგული კამპანიების შედეგი, რომლებიც ხორციელდებოდა და ახლაც მიმდინარეობს ქუთაისის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულების პოპულარიზების მიმართულებით.

„აღნიშნული აქტივობები დაეხმარება ქუთაისსა და მთლიანად იმერეთის მხარეს სწორ პოზიციონირებას და ცნობადობის უფრო მეტად გაზრდას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია