სამინისტრო - წყალტუბოს წყალმომარაგება-წყალარინებისა და შვიდი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიადი შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე ქალაქ წყალტუბოში წყალარინების სისტემის მოწყობის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„დღეის მდგომარეობით, ქალაქ წყალტუბოში წყალარინების ინფრასტრუქტურით მოსახლეობის 60% სარგებლობს. არსებული ქსელისა და ობიექტების დიდი ნაწილი ამორტიზებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების ქსელი, მაგისტრალური კოლექტორი, საკანალიზაციო ორ ტუმბოიანი სატუმბო სადგური. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონამდე ლარით ფინანსდება, სამუშაოების დასრულა 2025 წლის მაისში არის დაგეგმილი.

გარდა ამისა, ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

სამშენებლო სამუშაოები, ეტაპობრივად, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც, ქალაქ წყალტუბოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ბანოჯის, გეგუთის, ფარცხანაყანევის, მაღლაკის, გუმბრის, თერნალისა და გვიშტიბის მოსახლეობა, ჯამში 30 000-მდე ბენეფიციარი, ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია