4 აგვისტოს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტის კონცერტი გაიმართება

4 აგვისტოს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტის კონცერტი გაიმართება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დუეტი 2017 წლიდან ქართული მუსიკის მოყვარულ მსმენელს, მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას სთავაზობს, ამჯერად, განახლებული პროგრამით ზუგდიდს ესტუმრებიან და მსმენელს სხვადასხვა თაობის კომპოზიტორების ქართულ მუსიკას, ბენდთან ერთად შეასრულებენ.

„კონცერტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ ფარგლებში, მხარდამჭერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს