ირაკლი კობახიძე საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს - პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს

თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარალიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარალიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პარალიმპიურ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია, წარმატებები გისურვოთ, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე. თქვენ ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად პარიზის პარალიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს.

ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომელიც თქვენ თავდაუზოგავი შრომით მოიპოვეთ და თქვენ შეძელით შეუძლებელი სპორტული მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე. თქვენ ისეთი გამოწვევები გადალახეთ, რომელიც შეიძლება, ბევრისთვის იყო თავიდან წარმოუდგენელი, თუმცა თქვენი ნიჭიერებით, ნებისყოფით ყველას აჩვენეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. შესაბამისად, თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარალიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ, წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის მზერა იქნება მიმართული პარიზისკენ და თქვენი ასპარეზობისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია