გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება და სავარაუდოდ, 2025 წლის 1-ელ მარტში დასრულდება

ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება და სავარაუდოდ, 2025 წლის 1-ელ მარტში დასრულდება.

მისივე თქმით, თითოეულ ბენეფიციარზე 5 000 - ლარიანი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა, რომელსაც ისინი კონკრეტული გამოკვლევების დასაფინანსებლად გამოიყენებენ.

„ახალი პროექტი, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება, დონორთა მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების მონაცემთა ბაზის საქართველოში შექმნას ითვალისწინებს. ძვლის ტვინის მსოფლიო დონორთა ორგანიზაციაში გაწევრიანება მოითხოვს მრავალ რთულ კრიტერიუმებს, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს მინიმუმ 500 - კაციანი დონორთა მონაცემთა ბაზა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. მის ჩამოსაყალიბებლად არის რამდენიმე თვე, დაახლოებით ეს უნდა დასრულდეს 2025 წლის 1-ელ მარტს. აღნიშნულში მონაწილეობას ის დაწესებულებები იღებს, რომლებიც მონაწილეობენ ტრანსპლანტაციის პროგრამაში. ამ ეტაპზე მონაწილეობას იწყებს ინგოროყვას სახელობის კლინიკა, რომელიც ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა.

ასევე, თბილისის მერიის მხრიდან მხარდაჭერა მოხდება და ყველა იმ აუცილებელი გამოკვლევების დაფინანსება, რომელიც დონორთა ბანკის შესაქმნელად აუცილებელია. თითოეულ ბენეფიციარზე 5 000 - ლარიანი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა, რომელსაც ისინი კონკრეტული გამოკვლევების დასაფინანსებლად გამოიყენებენ ”, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს