თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა

საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა, რომლითაც თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიხურა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ბაღების ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„15 500 ბავშვი გავაცილეთ სკოლებში და მინდა, მათ საუკეთესო მომავალი და წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანი იყო ეს წელი თბილისის ბაღებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა - გასული სექტემბრიდან თბილისს შეემატა ხუთი საბავშვო ბაღი. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო სამზადისი სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნისთვის. ასევე, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ვაზისუბნის დასახლებაში ვგეგმავთ N124 საბავშვო ბაღის გახსნას, რომელიც 300-მდე ბავშვს მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი, ერთი და იმავე, ევროპული სტანდარტით ხორციელდება.

„გარდა ამისა, ვახორციელებთ ძველი ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იმისთვის, რომ მდგომარეობა ყველგან მოწესრიგდეს, იყოს ერთნაირი სტანდარტი. ყველამ იცის, რა მიდგომებია საბავშვო ბაღებთან მიმართებით, როგორ შენდება და როგორი სტანდარტი გვაქვს. გვინდა, ყველა საბავშვო ბაღი ყველგან აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერი კეთდება, რომ ბავშვები აღზრდისა და განვითარების მიმართულებით ნორმალურ პირობებში იყვნენ. მომავალშიც გავაგრძელებთ არსებული ბაღების რეაბილიტაციას და მშენებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია