„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ წევრ კომპანია „საქართველოს კლინიკებს“ ქსელის 27 სამედიცინო დაწესებულების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას ულოცავს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ულოცავს წევრ კომპანია „საქართველოს კლინიკებს“, რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის წარმატებით გავლას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.

ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა გერმანულ კომპანია KTQ-თან დაიწყო და 7-თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი გაიარა.

„ივლისის თვეში მაკრედიტირებლის მიერ ჩატარდა შემოწმება და ქსელში შემავალმა 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო, რაც თავის მხრივ პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას გულისხმობს. მაკრედიტირებლის წარმომადგენლებმა ადგილზე 6 საერთაშორისო კატეგორიის დანერგვის პროცესი შეაფასეს, კერძოდ თანამშრომელზე ორიენტაცია, პაციენტზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელმძღვანელობა და მართვა.

ქსელის მასშტაბით, თითოეული ჰოსპიტლის ჭრილში შეიქმნა 300-ზე მეტი სამედიცინო პროტოკოლი/სოპი, განახლდა 50-ზე მეტი პროცესი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა ინფრასტრუქტურა. დაიწყო პროცესების გაციფრულება, შემუშავდა პაციენტთა კმაყოფილების შეფასებისა და მუდმივი მონიტორინგის სისტემა, დაინერგა ხარისხის ინდიკატორები, მოხდა რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების პროტოკოლის იმპლემენტაცია. მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარდა 50-მდე ტრენინგი და სიმულაცია.

KTQ-ის მიერ მინიჭებული სერტიფიკატი დასტურია იმისა, რომ ქსელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტზე ორიენტირებული გარემო და მომსახურების ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.

KTQ წარმოადგენს გერმანულ კომპანიას, რომელიც აღნიშნულ სფეროში 20 წელზე მეტია მოღვაწეობს და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტის დანერგვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათი ცნობით, საქართველოს კლინიკები მომავალშიც უწყვეტად გააგრძელებს როგორც აკრედიტაციის პროცესში მიღებული ცოდნის ხარისხის შენარჩუნებასა და გაღრმავებას, ისე დანერგილი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას, რაც კიდევ უფრო დააახლოებს კომპანიას მთავარ მიზანთან, გააუმჯობესოს პაციენტთა ცხოვრების ხარისხი.

„ვულოცავთ წევრ კომპანია „საქართველოს კლინიკებს“ ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციის წარმატებით გავლას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მაღალი ხარისხის სერვისებს, სანდოობასა და პროფესიონალიზმს. კერძო სექტორის წარმატება და ასეთი მაგალითები, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან აღნიშნული ცალსახად პოზიტიურად აისახება როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ისე ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებაზე“- განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის