კლინიკაში აცხადებენ, რომ კრიტიკულად მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც სამართალდამცველმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მცხოვრები მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც 29 ივლისს სამართალდამცავმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა, კრიტიკულად მძიმეა.

დაშავებული მამაკაცი გორში, სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტს მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში. დაშავებულს კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე არის კრიტიკულად მძიმე.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

უწყების ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, დაზარალებული 50 წლის მამაკაცი და 31 წლის ბრალდებული ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და დანაშაულის ფაქტს წინ უძღოდა უთანხმოება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია