ამ დრომდე კრიტიკულია იმ მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველმა მძიმე დაზიანება მიაყენა

ამ დრომდე კრიტიკულია იმ მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სამართალდამცველმა მძიმე დაზიანება მიაყენა.

სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის ზურაბ ნადირაშვილის ინფორმაციით, ჩატარებული ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომ, პაციენტს უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია ზოგადრეანიმაციულ განყოფილებაში.

,,51 წლის მამაკაცი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ 30 ივლისს მძიმე მდგომარეობაში. ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, ასევე თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და ქალა-სარქვლის მოტეხილობა თავის ტვინის შეშუპება ცდომით. ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია ზოგადრეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

რაც შეეხება 31 წლის ბრალდებულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, მას ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარდგენია. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ,,ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და დაზარალებული ერთმანეთს იცნობდნენ.

,,ჩემი დაცვის ქვეშს მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა გუშინ მქონდა, ვესაუბრე, თუმცა, მას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი ჯერ არ აქვს და შესაბამისად, დეტალებზე და იმაზე, აღიარებს თუ არა ბრალს, ჯერ ვერაფერს გეტყვით, ამაზე, ბრალის ოფიციალურად წარდგენის და საქმის მასალების გაცნობის შემდგომ მოგახსენებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას დაგიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და დაზარალებული ერთმანეთს იცნობდნენ, რაც შეეხება იმას, არსებობდა თუ არა მთ შორის კონფლიქტი, ჩემი ინფორმაციით, არ არსებობდა“, - განაცხადა რევაზ რევაზიშვილმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 29 ივლისს გვიან საღამოს მოხდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს