ქუთაისში მულტიფუნქციური საგამოფენო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, დასრულების ფაზაშია მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის მშენებლობა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ყოფილი მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციისთვის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული იქნება შენობის ავთენტური იერსახე, რომელიც გაერთიანდება ახალ არქიტექტურასთან. მოეწყობა ტერასა მთავარი მოედნის ხედით და ამფითეატრის ტიპის სცენა 100 მაყურებლისთვის, გამომდინარე სივრცითი, კომპოზიციური და ფუნქციური მახასიათებლებიდან.

შენობა გათვალისწინებულია, როგორც მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, საგამოფენო დარბაზებითა და სახელოვნებო მიმართულებების სივრცეებით.

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძესთან ერთად გაეცნო.

„მალე დასრულდება ქუთაისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში გვექნება კიდევ ერთი თანამედროვე სახელოვნებო სივრცე, რომელიც ახალ შტრიხს შემატებს ქუთაისის ცენტრალურ მოედანს და ამასთანავე, შენარჩუნებული ექნება ავთენტური იერსახე“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია