აქცია ტერაბანკისგან: გახდი მომხმარებელი დისტანციურად და დასაჩუქრდი

ტერაბანკი ფიზიკური პირებისთვის აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, პირველი 100 მსურველი, ვინც ტერაბანკის მომხმარებლად დისტანციურად დარეგისტრირდება, საჩუქრებს მიიღებს.

საჩუქრებს შორისაა 50 ლარის ტერა ქულები,რომლებსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის შესაბამისად, ნებისმიერ დროს გაანაღდებს, ან გამოიყენებს კომუნალურების გადახდისთვის, ან მობილურის ბალანსის შესავსებად. ამას გარდა, წლის ბოლომდე ის ლარში ვადიანი ტიპის პირველ ანაბარს 0.50%-ით მეტი სარგებლით გახსნის, პირველ სესხზე კი 0.50%-ით ნაკლებ საპროცენტო განაკვეთს მიიღებს.

მომხმარებლად დისტანციური რეგისტრაცია ტერაბანკის ახალი სერვისია, რომელიც ციფრული არხების განახლებასთან ერთად გაეშვა. სერვისი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, ონლაინ შეიძინოს სასურველი სატარიფო პაკეტი და ამ პაკეტის ფარგლებში, უფასოდ გახსნას მულტისავალუტო ანგარიში, შეუკვეთოს სადებეტო ბარათი, გაიაქტიუროს SMS მომსახურება, ინტერნეტ და მობაილ ბანკი, ჩაირთოს ავტომატური გადახდები და გადარიცხვები სასურველ თარიღსა და თანხაზე უფასოდ.

ტერაბანკის მომხმარებლად დისტანციური რეგისტრაცია და აქციაში ჩართვა შესაძლებელია ბმულზე: https://account.terabank.ge/intro

აქცია 100 მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ დასრულდება და შესაბამისი ინფორმაცია ტერაბანკის სოციალური ქსელებით გავრცელდება.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის