„სახლში სანებივროდ შენი ცხოვრებით ცხოვრება” - m²-ისა და „ნინეასგან”

სახლი, ჩვენი ცხოვრების რეალიზების ერთ-ერთი პლატფორმაა, ნებივრობა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა - ყველაზე დიდი ფუფუნება. ამიტომაც m2 -ისა და “ნინეას” განსაკუთრებული კოლაბორაცია შედგა და მომხმარებელს, დღეს უკვე შეუძლია სახლში სანებივრო სამოსი m2 -ის ბრენდის შეტყობინების პრინტით - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ - შეიძინოს.

„ნინეა“ უკვე 7 წელია სახლში სანებივრო სამოსს ქმნის და ყოველთვის ცდილობს ისეთი მრავალფეროვანი კოლექცია შესთავაზოს გოგონებსა და ქალბატონებს, რომ მათ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა ფორმისა და განწყობის მიხედვით შეძლონ.

სამოსის შეძენა ნებისმიერ მსურველს როგორც ონლაინ www.ninea.ge, ისე „ნინეას“ მაღაზიაში შეუძლია, m²-ის კოლაბორაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.liveyourownlife.ge

„ნინეასთვის“ სახლი საუკეთესო ადგილია საკუთარ თავთან საკომუნიკაციოდ, საკუთარი ემოციების, გონებისა და სხეულის მოსასმენად“ - ამბობს ანი იოსელიანი, „ნინეას“ თანადამფუძნებელი. ამიტომაც კოლაბორაციის ეს იდეა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

„სამოსზე სხვადასხვა შეტყობინების დატანა გამოცდილი ტენდენციაა იმისთვის, რომ ადამიანმა მისი ტარებით თავისი ცხოვრებისეული ხედვა, ფილოსოფია და დამოკიდებულებები აჩვენოს. როცა მომხმარებლის და ბრენდების ფილოსოფია ემთხვევა, ეს იდეოლოგიური კავშირია და სწორედ ისაა, რასაც ეძებს ყველა ძლიერი ბრენდი“ - ირინა დუმბაძე, m2 -ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

m2-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წინ წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” - შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციებს ქმნიან.

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: “ჯოვანი მორა”, “კარპეტერია”, “ქეისი”, “ფუნდუკი”, “ლავსთარსი”, “ნინეა” და “მეთერსი”. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა. ნივთების შეძენა პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს