ანა დოლიძე - "ქართული ოცნება“ ორპოლუსიანობის გაღვიძებას ცდილობს

ისევ და ისევ გაცვეთილი „ქოცნაცობა“ და ორპოლუსიანობის გაღვიძება - თავად „ქართული ოცნება“ ააქტიურებს სააკაშვილს და მის საკითხს, რომ შუა გაკრიფოს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ძლიერი საქართველოს“ წევრები არავის მისცემენ საშუალებას, რომ „ორპოლუსიანობის გაღვივებით სამშობლო მოგვტაცონ“.

„ისევ და ისევ გაცვეთილი „ქოცნაცობა“ და ორპოლუსიანობის გაღვიძება, თავად „ქართული ოცნება“ ააქტიურებს სააკაშვილს და მის საკითხს, რომ შუა გაკრიფოს. ამასობაში, ნაკლები სამუშაო ადგილები, გაუარესებული ხელფასები, შეჩერებული პროექტები - „რუსული კანონის“ და გაჩერებული დახმარებების გამო. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ორპოლუსიანობის გაღვივებით სამშობლო მოგვტაცონ. ჩვენ მაინც ვიზრუნებთ იმაზე, რომ საქართველო დაბრუნდეს, როგორც სრულუფლებიანი წევრი დასავლური სამყაროსი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, გატარდეს რეფორმები და ხალხს სამართლიანი ანაზღაურება მიეცეს. ვერავითარი პროპაგანდა ხელს ვერ შეგვიშლის“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა