კონსტანტინე კაკავამ სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გააცნო

ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ოთარ ქადარიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა და სტუდენტებს 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების 8 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა.

იხილეთ ვაკანსიები:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/D0ZLd

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/zjr0n

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/h9tbD

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/xLhAt

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/Opl80

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სტაჟიორი: https://rb.gy/f1f0sl

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი: https://rb.gy/qhp79w

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის სტაჟიორი: https://rb.gy/y2f25s.

მერიის გარდა, 3 ვაკანსიაა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს