ცხოვრების აჩქარებული ტემპი, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, სტრესი, სწრაფი კვება და არაჯანსაღ საკვებთან ერთად ცხოვრების არაჯანსაღი წესი – 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად რჩება. სწრაფი კვების საჭიროებას წელიწადის ყველა სეზონზე ვხვდებით, თუმცა განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა დასვენებასა და განტვირთვაზეა ორიენტირებული, ჯანსაღი პროდუქტით გაჯერებული საკვების მომზადების დრო ნაკლებად არის; სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, დროის დეფიციტთან ერთად, ზაფხულში კუჭ-ნაწლავის არაერთი დაავადებისა და მათთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი ხდება, როგორიცაა: შებერილობა, ტკივილი, სიმძიმე და დისკომფორტი მუცლის არეში და სხვა.
მუცლის შებერილობა, იგივე მეტეორიზმი, ერთ-ერთი უხშირესი სიმპტომია. იგი საკვების მონელების დარღვევისას ჭარბი აირების დაგროვებითაა გამოწვეული, რასაც ხშირად მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი ახლავს, ქმნის მუცლის სისავსის შეგრძნებას და დისკომფორტს იწვევს. მუცლის შებერილობას თან ერთვის ხმაური მუცელში, ე.წ. „ყურყური“, მუცლის დაჭიმულობა და ზომაში მატება, ბოყინი, ნაწლავებიდან აირების ჭარბი გამოყოფა და სხვა. მეტეორიზმი შესაძლოა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც აწუხებდეს. ხშირად მისი მაპროვოცირებელი მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, კვების რაციონი და რეჟიმია. ამასთან, ცნობილია, რომ მსხვილ ნაწლავში მილიარდობით ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბაქტერია ბინადრობს, რომლებიც ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს, თუმცა თავიანთი ცხოველქმედების პროცესში ბაქტერიები გამოყოფს სხვადასხვა აირებს, რაც ასევე შესაძლოა მეტეორიზმის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს. გარდა ნახსენები მიზეზებისა, ნაწლავებში აირები შეიძლება დაგროვდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებების დროსაც, როგორიცაა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დისბიოზი, ქრონიკული პანკრეატიტი, ლაქტოზას აუტანლობა, ნაწლავთა გაუვალობა და სხვა.
ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან და საკვები რაციონის გამდიდრებასთან ერთად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი პრობლემების სამიზნე ხშირად ხდება და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების და მათთან დაკავშირებული სიმპტომების რიცხვიც იმატებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ეს საკვების ბრალია, აუცილებელია საკვები რაციონი გადაიხედოს (მოვერიდოთ ზედმეტად ცხიმიან, ცხარე ან მჟავე პროდუქტების მიღებას). მნიშვნელოვანია ასევე შეიზღუდოს მეტეორიზმის მაპროვოცირებელი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად: ლობიო, ბარდა, გაზიანი სასმელები და ა.შ., საჭიროა მივყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. რეკომენდებულია კვება ნელი ტემპით, პატარა ულუფებითა და ხშირ-ხშირად.
იმისთვის, რომ ყოველდღიური დისკომფორტი თავიდან ავიცილოთ და მუცლის შებერილობამ ნანატრი შვებულების, ზაფხულის სასიამოვნო საღამოების ან თუნდაც, საქმიანი დღის გეგმები არ ჩაგვიშალოს, ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მომხმარებელს საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალო პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს; მათ შორის, მეტეორიზმის საწინააღმდეგო ესპანურ პრეპარატებს დიალაკს და დიალაკ ფორტეს.
დიალაკის ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით 120 მგ სიმეტიკონს შეიცავს, ხოლო დიალაკი ფორტეს ერთ რბილ ჟელატინის კაფსულაში, კიდევ უფრო სწრაფი ეფექტისთვის, სიმეტიკონის გაორმაგებულ დოზას – 240 მგ-ს ვხვდებით. სიმეტიკონი შლის აირის ბუშტუკებს საკვებ მასასა და კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოში, სწრაფად ხსნის მუცლის შებერილობას და ამცირებს დისკომფორტს. მას აქვს უსაფრთხოების მაღალი პროფილი, ვინაიდან ის არ შეიწოვება ნაწლავებიდან სისხლში და უცვლელი სახით გამოიყოფა განავლოვან მასებთან ერთად.
მეტეორიზმის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ მიიღეთ დიალაკი ან დიალაკი ფორტე 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
ქართველი მომხმარებელი უკვე თითქმის 25 წელია კარგად იცნობს პირველ საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას საქართველოდან – GM PHARMA-ს, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.
GM PHARMA-ს მედიკამენტებს და საკვებ დანამატებს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნებში) დაახლოებით 12 მილიონი პაციენტი ყოველწლიურად მოიხმარს, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.
(R)