ბანგლადეშის დროებით მთავრობას მუჰამედ იუნუსი უხელმძღვანელებს

ბანგლადეშის დროებით მთავრობას მუჰამედ იუნუსი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ბანგლადეშის 15 წევრისგან შემდგარი დროებითი მთავრობა ფიცს დღეს დადებს და მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონიმისტი, მუჰამედ იუნუსი უხელმძღვანელებს.

ბანგლადეშის არმიის მეთაურის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, იგი მოელის, რომ იუნუსი ქვეყანას „მშვენიერი დემოკრატიული“ პროცესისკენ გაუძღვება.

შეგახსენებთ, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ თანამდებობა დატოვა და ინდოეთში გაემგზავრა. ქვეყნის არმიის მეთაურმა, ვაკერ-უზ-ზამანმა დროებითი მთავრობის შექმნა გამოაცხადა.

შეიხ ჰასინას გადადგომა მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც ივლისში სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო. ისინი, თავდაპირველად, საჯარო სამსახურში კვოტების გაუქმებას მოითხოვდნენ, შემდეგ კი მათი პროტესტი პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობასა და არეულობაში გადაიზარდა. საერთო ჯამში, ივლისის შემდეგ, საპროტესტო აქციებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში