სემეკმა კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე კომპანიები დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ენერგეტიკს“ და შპს „საჩხერის წყალკანალს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამურად, 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

„სემეკის გადაწყვეტილებით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 40 000 ლარით დაჯარიმდა. კერძოდ, კომპანიამ არ შეასრულა „მომსახურების ხარისხის წესებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში სრული და ზუსტი ინფორმაციის ასახვასთან დაკავშირებით.

სემეკმა შეისწავლა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების საკითხი. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ელექტრონულ ჟურნალში სრულად არ ასახავდა ელექტროენერგიის წყვეტების შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, გამოიკვეთა, რომ ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ არ იყო ასახული 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე დაფიქსირებული ელექტროენერგიის წყვეტების დაახლოებით 28%, ხოლო 22% ასახული იყო წყვეტის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი უზუსტობით. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს სემეკის პროგრამულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც რეალური დროის რეჟიმში კონტროლდება კომპანიების მიერ „მომსახურების ხარისხის წესების“ შესრულება. ელექტრონული ჟურნალის შევსებისას ინფორმაციის არასახვა, არასრული ან არაზუსტი ინფორმაციის შეყვანა წარმოადგენს წესების დარღვევას.

საჯარო სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისა და არამიზნობრივად გამოყენების გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „ენერგეტიკი“.

გარდა ამისა, 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „საჩხერის წყალკანალი“. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების რეგლამენტთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტაციის სემეკში წარმოუდგენლობა“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია