Global Finance-მა „საქართველოს ბანკის” ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა

Global Finance-მა “საქართველოს ბანკის” ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა.

„საქართველოს ბანკის” ცნობით, საერთაშორისო გამოცემა Global Finance რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს უკვე 25 წელია აჯილდოებს. წელს კი რედაქციამ “საქართველოს ბანკის” ბიზნეს მობილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა.

„Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო წარმოაჩენს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტებს ეძებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ“, - განაცხადა Global Finance_ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

„საქართველოს ბანკი“, ერთი მხრივ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ხოლო მეორე მხრივ, ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ბიზნესის მართვა გავუმარტივოთ და მათთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ. ჩვენი გუნდი მუდმივად იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს. შესაბამისად, ორინტირებული ვართ, რომ არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ბიზნესს პრაქტიკული გადაწყვეტები წარვუდგინოთ, რაც გულისხმობს როგორც საჭირო ფუნქციონალების დამატებას, ასევე სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ Global Finance-ის ჯილდო სწორედ ამ კატეგორიაში გადმოგვეცა, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ბანკის ცნობით, ჯილდოს გამარჯვებულები Global Finance-ის რედაქციამ, მსოფლიო დონის ჟიურის წევრებთან ერთად გამოავლინა. ჟიურიში იყვნენ ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი კომპანია Infosys-ის წარმომადგენლები, რომლებიც ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდის, განხორციელებული ინიციატივების, ვებ და მობილბანკის დიზაინისა და ფუნქციონალების მიხედვით აფასებდნენ.

აღსანიშნავია რომ „საქართველოს ბანკი“, ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის კატეგორიასთან ერთად, წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე, ჯამში, 45 ნომინაციაში დასახელდა, მათ შორისაა საუკეთესო ციფრული ბანკი, საუკეთესო მობილბანკი, საუკეთესო ბანკი ინოვაციისა და ტრანსფორმაციის მიმართულებით და სხვა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია