უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება ის, რაც სხვას ეკუთვნის - კიევს კურსკის ტერიტორიის აღების ინტერესი არ გააჩნია, ჩვენი ხალხის დაცვა გვსურს

უკრაინას კურსკის აღების არანაირი ზრახვა არ აქვს, ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხის თავდასხმებისგან დაცვას ვცდილობთ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა.

ტიხის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის კურსკის ოლქში შესვლის მიზანი არა უცხო ტერიტორიების დაკავება, არამედ უკრაინელების სიცოცხლის შენარჩუნება და საკუთარი ტერიტორიის რუსული თავდასხმებისგან დაცვაა.

მან, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ქმედებები სრულიად ლეგიტიმურია და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არ არღვევს.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება რამე, რაც სხვას ეკუთვნის. უკრაინას კურსკის რეგიონის ტერიტორიის აღების ინტერესი არ გააჩნია, მაგრამ ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა გვსურს”, - აღნიშნა ტიხიმ.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ზაფხულის დასაწყისიდან რუსეთმა 2,000-ზე მეტი დარტყმა განახორციელა სწორედ კურსკის რეგიონიდან და სამიზნედ, როგორც წესი, უკრაინის სუმის რეგიონს იღებდა.

“ეს არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, არტილერია, დრონები, 250 ფრთოსანი ბომბა, ასზე მეტი რაკეტა…

სამწუხაროდ, უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს ხელმისაწვდომი იარაღით ამ ტერორისგან თავის დასაცავად შორი მანძილის დარტყმებისთვის - ჯერ არ არის შესაბამისი საშუალებები, რომლებსაც ჩვენ მოვითხოვთ. ასე რომ, არსებობს ამ სასაზღვრო ტერიტორიების რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების საჭიროება, რომლებიც თავს ესხმიან უკრაინას ან თავშესაფარს აძლევენ უკრაინის წინააღმდეგ ტერორს. გავაგრძელებთ ამის კეთებას როგორც საჭიროდ ჩავთვლით, რათა უზრუნველ იყოს უსაფრთხოება და უკრაინის დაცვა”, - განაცხადა ტიხიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე