ირაკლი კობახიძე - ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები - ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის

ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები -ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალისა ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ.

„უკვე დაწყებულია რეგიონებში აქტიური მუშაობა. ამ დღეებში ჩვენ ასევე თბილისში დავასახელებთ დელეგატებს, 8-ვე დელეგატს და შესაბამისად, თბილისშიც, რა თქმა უნდა, სრულად ჩაირთვება კამპანია და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანთ საზოგადოებამდე. ამას ისედაც ვაკეთებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებთან უშუალოდ მიხვიდე და ესაუბრო იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. ყველა წინა არჩევნები იყო პრინციპული, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ასეთი პრინციპული დღემდე არცერთი არჩევნები არ ყოფილა. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის; ეს არის რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და რეალურად აქ არჩევანის გაკეთება მარტივია. არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის სასარგებლოდ, მორალის სასარგებლოდ და არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს