რუსეთის საგარეო დაზვერვა - ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ

ამერიკელები უკიდურესად უკმაყოფილოები არიან საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით და ქვეყანაში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, „თბილისის მეიდანზე“ იგეგმება კენჭისყრის დროს გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა. მათივე მტკიცებით, მოხდება სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირება პროტესტის ძალით ჩახშობისთვის.

„ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ მუშაობენ "დაუნდობელი" პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის ვარიანტებზე ხელისუფლების მხრიდან "მოქალაქეების" წინააღმდეგ ძალის „გადამეტებული" გამოყენებისთვის“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვაში.

მათი მტკიცებით, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის არჩევნებში შეუძლია მოსახლეობის ნდობის დამაჯერებელი კრედიტის მოპოვება, ვინაიდან ქართული ოპოზიციური ძალები, ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, დანაწევრებული რჩებიან და მათ მიერ შექმნილი კოალიციები ძალიან მყიფეა.

„ეს, როგორც შეერთებულ შტატებში შიშობენ, მმართველ პარტიას გაუხსნის ხელებს, განაგრძოს სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. თეთრი სახლი მსგავს სცენარს მიუღებლად მიიჩნევს. ამერიკელები აპირებენ, მასიურად გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ ქართული ოცნების საარჩევნო პოზიციები“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები