ირაკლი ფავლენიშვილი - განვითარების ის ტემპი, რომელიც სამაგალითო იყო, გაგრძელდება - აჭარაში ჩვენ შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს, მოვიზიდავთ 10 მილიარდის ინვესტიციას, ავაშენებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, საკრუიზო პორტს

აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად ახლა კაზინოა, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში ჩვენ განვითარების იმ ტემპს დავაბრუნებთ, რაც მთელ რეგიონში სამაგალითოდ იყო მიჩნეული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ის პროექტი გააჩერა, რომელიც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში.

„აქ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა იყოს, მაგრამ, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ყველა ის პროექტი გაჩერდა, რომელიც დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს პროექტიც გაჩერებულია.

აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად არის კაზინო. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის სტილი, მაგრამ ჩვენ გპირდებით, რომ განვითარების ის ტემპი, რომელიც მთელი რეგიონის მასშტაბით სამაგალითო იყო, გაგრძელდება. აჭარაში - ჩვენ შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს, მოვიზიდავთ 10 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციას, ავაშენებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, საკრუიზო პორტს, გონიოში - თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და ეს 26 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი მოხდება,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ