ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დავალიანება ჩამოეწერებათ

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაგროვილი დავალიანება, რომელთა გადახდას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ჩამოეწერებათ. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განმარტებით, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ისინი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში (ბმა) ჩართვას შეძლებენ.

„2011-დან 2014 წლამდე თბილისის მერიამ და გამგეობებმა გასცეს სესხები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთა დაბრუნების შესაძლებლობაც ამ ამხანაგობებს არ ჰქონდათ. ამის გამო, ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, ვერ ახერხებდნენ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში ჩართულობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, მოხდეს ამ ვალის ჩამოწერა, რის შემდეგაც მიეცემათ შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში აღნიშნულ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბმა-ს პროგრამა იძლევა საცხოვრებელი კორპუსების მოწესრიგების შესაძლებლობას, ეს იქნება სახურავის შეცვლა, სადარბაზოს განახლება, შიდა კიბეების მოწესრიგება თუ სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაკეთდეს, იღებენ თავად კორპუსის მცხოვრებლები და ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ პროექტს ადგილობრივ გამგეობაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია