პენტაგონი - აშშ-სგან მიწოდებული იარაღით უკრაინის მიერ რუსეთში შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა

აშშ-სგან მიწოდებული იარაღით უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე, ღრმა დარტყმების განხორციელებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ჯერ კიდევ შეზღუდვები უკრაინის მიერ აშშ-სგან მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე, რაიდერმა უპასუხა:

„ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. თქვენ გსმენიათ, ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება, რათა დაიცვან თავი საზღვრისპირა თავდასხმებისგან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონტრშეტევისთვის, მაგრამ რაც შეეხება რუსეთში შორ მანძილზე დარტყმას, ღრმა დარტყმებს, ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა“, - აღნიშნა პეტ რაიდერმა.

მან პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მთელს მსოფლიოში უკრაინის მხარდასაჭერად.

„ვაპირებთ, გავაგრძელოთ მჭიდრო კონსულტაციები ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას თავისუფალი და სუვერენული უკრაინის უზრუნველსაყოფად, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს რუსეთის მომავალი აგრესია“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რომლის დროსაც 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს. თავდასხმამ ნგრევა, დაზიანება და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოეხსნათ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს