იგორ ნარმანია - ლანჩხუთის ბაზრის ტერიტორია ზუსტად ასახავს იმ ფაქტს, თუ როგორ უყურებენ ჩიგოგიძე და წილოსანი ლანჩხუთის მომავალს

ლანჩხუთის ბაზრის ტერიტორია ზუსტად ასახავს იმ ფაქტს, თუ როგორ უყურებენ ჩიგოგიძე და წილოსანი ლანჩხუთის მომავალს. იმის ნაცვლად, რომ მათ ლანჩხუთში საინვესტიციო გარემო ადამიანების დასასაქმებლად შეექმნათ, დღეს ეს ადგილი ადამიანებისგან იცლება. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებმა აქ დანერგეს, არის კორუფცია და ნეპოტიზმი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გურია მოსახლეობისგან იცლება, რადგან „ნორმალური სამუშაო პირობები რეგიონში არ არის“.

„ეს ადგილი ასახავს ფაქტს, თუ როგორ უყურებს ჩიგოგიძე, წილოსანი ამ ქვეყნის და ლანჩხუთის, გურიის მომავალს. ეს ადამიანები დღეს გვესაუბრებიან, რომ ისინი ამ მდგომარეობაზე წუხან, თუმცა მათ ამ წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ. იმის ნაცვლად, რომ აქ საინვესტიციო გარემო შეექმნათ, რომ დასაქმებულიყვნენ ადამიანები და ნორმალური სამუშაო პირობები ჰქონოდათ, დღეს ეს ადგილი ადამიანებისგან იცლება, ხან თხილის საკრეფად თურქეთში გადიან არაადამიანურ, გაუსაძლის პირობებში, რადგან აქ ნორმალური სამუშაო პირობები არ აქვთ. იმის ნაცვლად, რომ ვასილ ჩიგოგიძეს აქაურობაზე ეზრუნა და ასევე, ნინო წილოსანსაც ეზრუნა გურიაზე, ამ ადამიანებმა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე იზრუნეს. ამასთან, იმაზე, რომ გურიაში კორუფცია, ნეპოტიზმი დამკვიდრებულიყო - მათ გარემოცვას შემოსავალი ჰქონოდა და ის კონკრეტული ბენეფიტები, რომელიც სახელმწიფოსგან აქ მცხოვრებ ადამიანებს უნდა მიეღო“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ლანჩხუთის ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მიშა მოდებაძის განცხადებით, ახალგაზრდებისგან ლანჩხუთი, ასევე, ლანჩხუთის მიმდებარე სოფლები იცლება, ზოგი სამუშაოდ თურქეთში მიდის, ზოგიც კი ევროპის ქვეყნებში.

„ლანჩხუთის ბაზრის ტერიტორია ვასილ ჩიგოგიძის საკუთრებაშია. ეს ტერიტორია მას პირობიანი აუქციონით შეძენილი აქვს, რომლის მიხედვითაც მას აქ აგრარული ბაზარი უნდა აეშენებინა, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რა მდგომარეობაც არის, გეგონებათ თითქოს ჩერნობილის ტერიტორიაა. ამ ტერიტორიის გაკეთებით და მოწესრიგებით ათობით სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი, მაგრამ ხელისუფლება და თვითონ პირადად ჩიგოგიძეც ამას არ აკეთებს. ახალგაზრდებისგან ლანჩხუთი, ლანჩხუთის მიმდებარე სოფლები იცლება, ზოგი თურქეთში მიდის, ზოგი ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ. ამხელა ტერიტორიაა აქ, ფაქტობრივად განადგურებულია, ასევე, რკინიგზის სადგურიც განადგურებულია. ჩვენი მიზანია, რომ ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს, აშენდეს და გაკეთდეს დაგეგმილი პროექტები, ახალგაზრდები დასაქმდნენ და რეგიონებიდან და ქვეყნიდან ახალგაზრდები სამუშაო ადგილების ძებნის გამო არ გარბოდნენ. ჩიგოგიძე ის კაცია, ვისაც ლანჩხუთის რეგიონი ჩააბარეს და მთლიანად გურია, მან უნდა უხელმძღვანელოს გურიის რეგიონს საარჩევნოდ და მის გაკეთებულ საქმეებს ძალიან კარგად ვხედავთ აქ“, - განაცხადა ლანჩხუთის ენმ- ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა მოდებაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია