ელენე ხოშტარია - შეგვიძლია, იმ არასამთავრობო სექტორით ვიამაყოთ, რომელმაც „რუსული კანონი“ გააცამტვერა

ჩვენ, ქართულ საზოგადოებას შეგვიძლია იმ არასამთავრობო სექტორით ვიამაყოთ, რომელმაც ეს „რუსული კანონი“ გააცამტვერა. უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი არ არსებობს, რაც არ უნდა ეცადონ, ორგანიზაციების მხოლოდ 1,5% დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ბრძოლამ საქართველო შთაგონების წყარო გახადა.

„ქართულმა ოცნებამ“ მიზანს ვერ მიაღწია, მათ შორის, „რუსული კანონის“ შემოტანით, რომ დაეხურა საქართველო, ევროკავშირს, ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის კედელი ამოეშენებინა. სურდათ, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს სურვილი დაეკარგათ აქ ჩამოსულიყვნენ და საქართველოს პერსპექტივაზე ესაუბრათ, თუმცა, ჩვენ ზუსტად საპირისპირო შედეგი მივიღეთ.

დღეს, საქართველო, ინსპირაციის წყაროა, სწორედ იმ ერთსულოვნებიდან და ბრძოლიდან გამომდინარე, რაც გაზაფხულის აქციებზე დაიწყო და რის გამოძახილსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ვნახავთ. ქართველი ხალხის ბრძოლამ საქართველო შთაგონების წყარო გახადა, რომ ასე ვერ მოხდება ხალხი უბრალოდ აიძულო და რუსული დღის წესრიგი თავს მოახვიო.

ამერიკასა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის განვითარებისა და სიძლიერის უმნიშვნელოვანესი წყაროა. პრეზიდენტმა ძალიან კარგად თქვა, რომ მმართველმა პარტიამ სწორედ მათ გამოუცხადა ომი. თუმცა, აბსოლუტურად საპირისპირო სურათი - გამთლიანებული, მოტივირებული, ევროპული, თავისუფალი, თვითორგანიზებული ქართული საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი მიიღო, რომელიც არჩევნებისთვის მზადაა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა