თეონა აქუბარდია - მეორე სემესტრის მოცემულობით, 15 763 მოსწავლეს სოფლიდან სოფელში უწევს სკოლაში სიარული - განათლების მინისტრი მალავს, ეს რა თანხა უჯდება სახელმწიფოს, რაც კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს

მეორე სემესტრის მოცემულობით, 243 საჯარო სკოლა არის გადაყვანილი ალტერნატიულ ფართში, ანუ 15 763 მოსწავლეს სოფლიდან სოფელში უწევს სიარული - განათლების მინისტრი მალავს პასუხს კითხვაზე, თუ რა თანხა უჯდება სახელმწიფოს სოფლიდან სოფელში სკოლის მოსწავლეების ტარება, რაც კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან განათლების მინისტრის მიმართა, ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა თანხა უჯდება სახელმწიფოს სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით გადაადგილება და რატომ მალავს ამას ხელისუფლება.

დეპუტატი მინისტრს ასევე მიმართავს კითხვით, თუ როდის დამთავრდება სკოლების რეაბილიტაცია.

„ერთწლიანი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ რომ გაგვეგო, თუ რა ვითარებაა სკოლებთან მიმართებით, რამდენი სკოლაა რეაბილიტაციის პროცესში ხანგრძლივი ვადით და რა თანხა უჯდება სახელმწიფოს ის, რომ სკოლების რემონტები არ არის დასრულებული. მე ხელთ მაქვს სადეპუტატო კითხვაზე განათლების მინისტრის პასუხი, სადაც მეორე სემესტრის მოცემულობით, 243 საჯარო სკოლა არის გადაყვანილი ალტერნატიულ ფართში და ეს 15 763 მოსწავლეზე გრძელდება, რომელსაც სოფლიდან სოფელში სიარული უწევთ იმისთვის, რომ მიიღონ სასკოლო განათლება. შესაბამისად, ამ ვითარებაში, როდესაც მალავს განათლების მინისტრი პასუხს კითხვაზე, თუ რა თანხა უჯდება სოფლიდან სოფელში სკოლის მოსწავლეების ტარება სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ჩნდება კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც რამდენიმე ცვლაში უწევთ სკოლის მოსწავლეებს ამ ვითარებაში სწავლა, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, მაშინ როდესაც ბავშვებს პრობლემა აქვთ სკოლებში უფასო კვების, რასაც დაპირების მიუხედავად, არასდროს ასრულებს „ქართული ოცნება“, ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, როგორ არ ზრუნავს განათლებაზე, ჩვენს ბავშვებზე „ქართული ოცნება“. ეს არის ურთულესი პრობლემა და ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ განათლების მინისტრს საჯაროდ, მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა თანხა უჯდება ტრანსპორტით გადაადგილება სკოლის მოსწავლეების, რატომ მალავს ამას ხელისუფლება და როდის დაამთავრებს იმ სკოლების რეაბილიტაციას, რის გამოც, უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ბავშვებს სკოლაში სიარული“, - განაცხადა აქუბარდიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია