ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნება“ სიძულვილის, გათიშულობისა და ზიზღის კამპანიას აგრძელებს, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი გაურბის ჩვენი ქვეყნიდან

საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა სრულ იზოლაციაში შეიყვანა, რომელიც სიღატაკით გვემუქრება. ქართველი ხალხის არჩევანია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაუბრუნდეს. ის, რომ გვქონდეს ევროპული კეთილდღეობა, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დამარცხებით, სიძულვილისა და იზოლაციიდან თავის დაღწევით წყდება,- ამის შესახებ ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და სიძულვილის, გათიშულობისა და ზიზღის კამპანიას აგრძელებს, რამაც მისივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გაქცევა გამოიწვია.

„რუსული კანონის“ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] გამო გაჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ჩიხსა და სრულ იზოლაციაში შეიყვანა, რომელიც სიღატაკით გვემუქრება. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის არჩევანი ევროპული კეთილდღეობის სასარგებლოდაა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაუბრუნდეს. „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონით“ პოლარიზაცია გააღრმავა, რასაც 12 წელია ნერგავს. „ქართული ოცნება“ სიძულვილის, გათიშულობისა და ზიზღის კამპანიას აგრძელებს, რომელსაც ასი ათასობით ადამიანი გაურბის ჩვენი ქვეყნიდან, ამიტომ გზა, რომ ჩვენ გვქონდეს ევროპული კეთილდღეობა, 26 ოქტომბრის არჩევნებსა და „ქართული ოცნების“ დამარცხებასა და გათიშულობის, სიძულვილის და იზოლაციიდან თავის დაღწევაზე გადის,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს