სებ-მა და EBRD-მა ქალი მეწარმეების საფინანსო კოდექსისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სემინარს უმასპინძლეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა საფინანსო კოდექსის - WE Finance Code-ისადმი მიძღვნილ სემინარს უმასპინძლა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კოდექსის მიზანი გენდერული ნიშნით მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მონაცემთა შეგროვების მხარდაჭერა და მისი გამოყენების ხელშეწყობაა იმგვარი პოლიტიკის შესაქმნელად, რომელიც როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს საშუალებას მისცემს გაზარდონ თავიანთი ბიზნესი და წვლილი შეიტანონ ეკონომიკასა და საზოგადოებაში.

„სემინარს, სახელწოდებით "მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის გამოყენება ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომის გასაუმჯობესებლად", საფინანსო სექტორის, საჯარო დაწესებულებებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა ხაზი გაესვა სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების მნიშვნელობას ქალების მფლობელობაში მყოფი და მათი ხელმძღვანელობით მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებაში, ასევე წარედგინა ახალი SME/WSME Dashboard“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სემინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მან ხაზი გაუსვა მონაცემთა კრიტიკულ როლს ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობასა და WSME-ების ზრდის მხარდაჭერის საქმეში.

მისი თქმით, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა ისეთი ფინანსური სექტორის შექმნას ნიშნავს, რომელიც მდგრად ზრდას განაპირობებს.

"პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოვახდინოთ ქალ მეწარმეებზე, ჩვენს ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოებაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც EBRD-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა განაცხადა, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარებას და მისი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებას.

"ინკლუზიური და გენდერული პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური სისტემის და მხარდამჭერი ბიზნეს გარემოს შექმნით საქართველოს შეუძლია სამაგალითო ქვეყანა გახდეს. ქალების თანაბარ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტია. ამ კუთხით მარეგულირებელთან თანამშრომლობით ინკლუზიური პოლიტიკის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ფინანსური სისტემები უფრო ინკლუზიური გახდეს", - აღნიშნა ალკის დრაკინოსმა.

მათივე ცნობით, სემინარის ფარგლებში რამდენიმე საკითხი იქნა განხილული, მათ შორის როგორ შეიძლება მონაცემთა ანალიზის გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესების გასაუმჯობესებლად და ფინანსური ჩართულობის მხარდასაჭერად.

„პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ინტერაქტიური სადისკუსიო სესია, რომელიც მონაცემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხებოდა. მონაწილეებმა იმსჯელეს SME/WSME Dashboard-ის გამოყენების შესაძლო მაგალითებზე. დისკუსიის ფარგლებში ასევე ხაზი გაესვა საქართველოში მეწარმე ქალთა საფინანსო კოდექსის აქტუალურობას და ფინანსურ სექტორის მიერ მისი გამოყენების დადებით ეფექტებს.

ეროვნული ბანკი, EBRD-ის მხარდაჭერით, მუშაობას გააგრძელებს SME/WSME Dashboard-ის გაძლიერებასა და ფინანსური სექტორისა და WSME-ების საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, რისი საბოლოო მიზანიც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ფინანსური ჩართულობის გაძლიერებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა