ქეთევან თურაზაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ხელისუფლებაში მოსვლის მოტივით გასცა არაერთი ცრუ დაპირება, რომელიც მერე აღარ შეასრულა, ახლა კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისევ აგრძელებს საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ხელისუფლებაში მოსვლის მოტივით გასცა არაერთი ცრუ დაპირება, რომელიც მერე აღარ შეასრულა, ახლა კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისევ აგრძელებს საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, ისევ მისცენ ხმა მატყუარა და ორპირ ხელისუფლებას თუ აირჩიონ რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს” სახით.

„სამი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ,,ქართული ოცნება” ატყუებს ამომრჩეველს: თითქოს მშვიდობა მათი დამსახურებაა და თუ ისინი წავლენ ომი დაიწყება. ტყუილია, პირიქით, „ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შესასუსტებლად, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობის 90 პროცენტი საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. ჩვენ ათასობით ემიგრანტი გვყავს, რომელთათვისაც უვიზო მიმოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს რეალურად რესურსი, დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს გარანტირებულ უსაფრთხოებას.

მეორე, რასაც ასევე ცრუობს მმართველი გუნდი არის ის, თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში, ყველა საჯარო მოხელე სამსახურს დაკარგავს. პირიქით, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ვთვლით, რომ არ შეიძლება პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები დავითხოვოთ სამსახურიდან. ჩვენ ვართ ორიენტირებული სამუშაო ადგილების გაზრდაზე და არა უმუშევრობის ზრდაზე.

მესამე საკითხი, რასაც ასევე ატყუებს ,,ქართული ოცნება” ამომრჩეველს, თითქოს ოჯახურ ღირებულებებს ისინი უფრთხილდებიან. რეალურად ისინი მანიპულირებენ ყველა იმ საკითხით, რომელიც მარტივ ზეგავლენას ახდენს ადამიანების გრძნობებზე. არადა სწორედ ,,ქართული ოცნების” პირობებში გაიხლიჩა ათასობით ოჯახი და გადაიხვეწა უამრავი ადამიანი სამუშაოს საძიებლად, სწორედ სიღარიბის დასაძლევად. „ძლიერი საქართველოს“ გუნდი მზად არის, დაძლიოს სიღარიბე ამ ქვეყანაში და შექმნას 200 000 სამუშაო ადგილი” - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს