რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიას მათ საერთაშორისო ორგანიზაციის „დახმარების საერთაშორისო ცენტრი“ ჰუმანიტარული დახმარება - 500 კგ. ბრინჯი და 23 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს.

„გიმნაზიის მოძღვარმა, დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოსა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებას გაწეული დახმარებისთვის.

ერთობლივ აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია