პრემიერი - ტერმინი „რუსული კანონი“ არის ტყუილი, ცრუპენტელობა - პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას, ტყუილი არის ძალიან ცუდი

პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას, ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაუცხადა.

კითხვაზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, გარკვეული დაფინანსებები შეჩერდა და რა ბედი ელოდებათ მსგავს ორგანიზაციებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ რამე შეჩერდა, ყველაფერი "ძალიან მარტივად დაკომპესირდება".

„რაც შეეხება ტერმინ „რუსულ კანონს“, ეს არის ტყუილი, ეს არის ცრუპენტელობა, რაც თქვენც ძალიან კარგად იცით.

რაც შეეხება დაფინანსებას, თუ რამე შეჩერდა, ყველაფერი ძალიან მარტივად დაკომპესირდება. არის ძალიან მცირე თანხებზე საუბარი, თავად ფაქტი არის ცუდი, ის ფაქტი, რომ სიცრუის გამო ხდება რაღაც თანხების შეჩერება. ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ იმდენად მცირე თანხებზეა საუბარი, რომ ამის დაკომპესირებას არაფერი სჭირდება. დღეს გვქონდა საუბარი იმაზე, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 10 მილიარდი ლარით, ამ ყველაფერთან მიმართებით, იმ პროექტებზე, რაზეც არის საუბარი, არის ზღვაში წვეთი. არავითარი დიდი ფინანსები არ არის ამასთან დაკავშირებული, ამის კომპესირება ადვილია. ცუდი არის ის, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები სიცრუეზე დაფუძნებით ახორციელებენ ასეთ აქტებს. ეს არის შემაშფოთებელი და სამწუხარო. მიზერულია და დავუკოკმპესირებთ.

მაგალითისათვის, სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი სფერო, სადაც თანხები იდება, ამას გვეუბნებიან. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ამ თანხების წლიური მოცულობა ევროკავშირის ნაწილში არის დაახლოებით 5 მილიონი ევრო, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა შესაბამის პროექტებზე წლის განმავლობაში ხარჯავს 330 მილიონ ლარს. ვხედავთ როგორი თანაფარდობაა, ამის დაკომპესირება არ არის პრობლემა, პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას. კომპესირება არ არის პრობლემა, მაგრამ ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია