კახა კალაძე - კანონი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, როგორ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიულობას, ან ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას? ხომ წარმოუდგენელია? სულელი არავინ არის

კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, როგორ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიულობას, ან ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას? - რა მონაცემები? კანონი ითხოვს ერთ რამეს, რომ ცნობილი იყოს, ფული საიდან შემოდის,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რომ ის „ფუნდამენტურად ნაკლოვანია“.

მისივე თქმით, მავანს, ვინც „ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის“, არ აქვს სურვილი გაჟღერდეს, საიდან მიიღეს თანხები და რაში იხარჯება ის.

„რა მონაცემები? კანონი ითხოვს ერთ რამეს, რომ ფული საიდანაც შემოდის, ცნობილი იყოს საზოგადოებისთვის. დაარეგისტრირონ ეს ყველაფერი - საიდან მიიღეს აღნიშნული თანხა და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. მესმის, რომ მავანს ამის გაჟღერების სურვილი არ აქვს, რადგან ყველაფერი ცხადი იქნება - ვინ ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, კულტურას, ტრადიციებს, ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. ამიტომ, ურჩევნიათ, რომ ასე მალულად, შავად განახორციელონ დაფინანსებები რევოლუციების, ექსტრემისტული ორგანიზაციების, საზოგადოების დაპირისპირების და გახლეჩის. კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, როგორ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიულობას, ან ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას? ხომ წარმოუდგენელია? სულელი არავინ არის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს კარგად ხვდება.

მავანში ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩას. არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, საქართველოში მოხდეს ის პროცესები, რაც, საუბედუროდ, უკრაინაში ხდება. დავიცავთ მშვიდობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოვახდენთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრობს და ამბობს, რომ ის „ფუნდამენტურად ნაკლოვანია“.

„ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია“,- განაცხადა ო’ბრაიენმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი