BTU-ს ახალი კამპუსი 2024 წელს საზეიმოდ გაიხსნება

2024 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ახალი კამპუსის მშენებლობა დაიწყო. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკები და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ახალი პროგრამები, პრეცედენტო პროექტები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, პარტნიორობა მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური სამეცნიერო კვლევითი პროექტები 2025 წლიდან, BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება.

კამპუსის მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, შემდეგ კი მისი საზეიმოდ გახსნა და ახალი პროექტების წარდგენა გაიმართება. კამპუსი თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შენდება. ახალი პროგრამების დამატებით, უნივერსიტეტი ჯამში 10,000მდე სტუდენტზე გათვლილ თანამედროვე და ინოვაცურ ინფრასტრუქტურას ქმნის, სადაც სწავლება, კვლევა და სხვადასხვა პროექტები განხორციელდება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება