მიმდინარე წელს გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამებით 3 500-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
გორის მერიის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 510 000 ლარი გამოიყო.
“მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარებების გაცემას უზრუნველყოფს, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით.
მერიის ჯანდაცვის პროგრამებში შედის: ონკოლოგიური პაციენტების დახმარება; სამედიცინო კვლევა (წლიური ლიმიტი - 500 ლარი); სტაციონარული მკურნალობა (წლიური ლიმიტი - 500 ლარი); ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფა (წლიური ლიმიტი - 500 ლარი); სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-იდან 150 000 - ის ჩათვლით); სამედიცინო კვლევა (წლიური ლიმიტი - 500 ლარი); სტაციონარული მკურნალობა (წლიური ლიმიტი - 500 ლარი);
უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ: ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები; პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-იდან 150 000-ის ჩათვლით); შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-იდან 150 000-ის ჩათვლით); ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-იდან 150 000-ის ჩათვლით); ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებს (სარეიტინგო ქულა 0-იდან 150 000-ის ჩათვლით); თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა) სამედიცინო კოდი H40-იდან – H42 ჩათვლით; H42* (სარეიტინგო ქულა 0-იდან 150 000-ის ჩათვლით) - წლიური ლიმიტი - 300 ლარი.
რაც შეეხება, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების სამედიცინო დახმარებას. ესენი არიან: იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანები; ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები; დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალაქეები; არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები; კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), დაავადების მქონე; ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანები; ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები - წლიური ლიმიტი - 500 ლარი.
აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვების (0-იდან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარება წლიური ლიმიტი - 2000 ლარს შეადგენს.
სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება: II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე (არაერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-იდან 120 000-ის ჩათვლით), ლიმიტი - 300 ლარი.
ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება, ლიმიტი- 350 ლარი.
ცელიაკიით (ICD K90.0) და ფენილკეტონურიით (ICD E70.0; E70.1) დაავადებული ადამიანების სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება (არაერთჯერადი) ლიმიტი - 1 500 ლარი.
გაფანტული სკლეროზით (რეციდიული-რემისიული-პროგრესივი ფორმა EDSS4.0) დაავადებული პირების მედიკამენტების დაფინანსება (ლიმიტის ამოწურვამდე), ლიმიტი - 2 000 ლარი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.