ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024”

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024”.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსი გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში;

ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, თითოეული გამარჯვებული ფულად ჯილდოს მიიღებს.

„საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი.

განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები იხილეთ აქ: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism-rules/

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსი ხელს უწყობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას ქართულ მედიაში.

2024 წელს, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ ევროკავშირის პრიზის კატეგორიათა შორის აღარ იქნება, რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში (EUMM) აქცენტი გადააქვს დამწყები ჟურნალისტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე კონფლიქტების გაშუქების სფეროში. ახლად შემუშავებული პროექტების მეშვეობით, რომლებიც კონკრეტულად ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვისაა გამიზნული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს შეუწყობს ამბების გაშუქებას ისე, რომ წაახალისოს თემებს შორის ნდობის ჩამოყალიბება და მშვიდობა, რაც მისიის მანდატის შესაბამისად, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს