მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით - „სოლიდარობა აფგან სადიქოვს: არა ექსტრადიციას აზერბაიჯანში!“ მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით - „სოლიდარობა აფგან სადიქოვს: არა ექსტრადიციას აზერბაიჯანში!“ მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება დაკავებული ჟურნალისტის, აფგან სადიქოვის მეუღლე.

მისი თქმით, აფგან სადიქოვის დაკავების შემდეგ, მუქარის სამიზნე თვითონაც გახდა.

"საქართველოს მთავრობას ვთხოვ გაათავისუფლოს სადიქოვი. რამდენიმე თვის წინ წამოვედით აზერბაიჯანიდან, მაგრამ საზღვარზე გვითხრეს, რომ მესამე ქვეყანაში ვერ გადავიდოდით, შემდეგ სახალხო დამცველს შევხვდით და შემდეგ აფგანი დააკავეს. ილჰამ ალიევის დაკვეთით დააკავეს აფგანი. ის დიქტატორია! ვითხოვთ აფგან სადიქოვის გათავისუფლებას. აფგანის დაკავების შემდეგ მათი სამიზნე მე ვარ, მემუქრებიან შვილების უსაფრთხოებით. ჯერ აზერბაიჯანში მემუქრებოდნენ და ეს მუქარა აქაც გრძელდება, რომ აფგანი არ დავიცვა", - განაცხადა აფგან სადიქოვის მეუღლემ.

ადგილზე ასევე შეკრებილები არიან მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი აცხადებს, საქართველოს მთავრობას ავტორიტარული რეჟიმების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

"სოლიდარობას ვუცხადებთ აფგან სადიქოვს და მის ოჯახს. ისინი რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ საქართველოში და ეგონათ, რომ აქ უსაფრთხო სივრცე იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მისი ექსტრადიციის პროცესი დაიწყო. როგორც ჩანს, ხელისუფლება მის აზერბაიჯანისთვის გადაცემას აპირებს. აზერბაიჯანი ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმია, რომელსაც 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს, რომლებსაც საბაზისო უფლებებზე წვდომა აქვთ წართმეული. ამიტომ სადიქოვი აზერბაიჯანის ციხეში შესაძლოა არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდეს. ეს ტენდეცია, როცა საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მყოფ სხვადასხვა დისიდენტურ ჯგუფებს არ აძლევს სამართლებრივ - ფიზიკურ უსაფრთხოებას და ასეთი მძიმე შედეგები ხდება, განცდა გვიჩნდება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ლოიალური დამოკიდებულება აქვს ავტორიტარული რეჟიმების მიმართ"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიქოვი 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. აფგან სადიქოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში