ღია ბანკინგი - პირველი რეალური ტრანზაქცია

საქართველოს საბანკო ასოციაცია, ეროვნული ბანკი და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანია Keepz-ი, 13 სექტემბერს, მართავენ ღონისძიებას, რომლის მიზანიც ღია ბანკინგის შესახებ ინფორმციის გაზიარება და ცნობიერების ამაღლებაა. ასევე, საქართველოში პირველად, ცოცხალ რეჟიმში განხორციელდება პირველი რეალური გადარიცხვა ღია ბანკინგის მეშვეობით.

ღონიძიების ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა არის ღია ბანკინგი?
  • რა შესაძლებლობებს იძლევა იგი და როგორ ამცირებს ხარჯებს გადახდების ბიზნესში?
  • როგორია ლიცენზიის მიღების პროცესი - რა გამოცდილება აქვს Keepz-ს?

ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნეს და ფინტექ ასოციაციის წევრი კომპანიები, ასევე, სტარტაპები და უბრალოდ დაინტერესებული პირები.

ვარლამ ებანოიძე - ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხევლელო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი: „ეროვნული ბანკი მიესალმება Keepz-ის მხრიდან ასეთ აქტიურ ნაბიჯებს ღია ბანკინგის მიმართულებით და მიიჩნევს, რომ ამ პრეცენდენტს გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვისაც ბაზარზე, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად იმოქმედებს ინოვაციების განვითარებაზე, კონკურენტულ გარემოსა და ფინანსური ინკლუზიურობის ზრდაზე ქვეყანაში. Keepz-ი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც „ღია ბანკინგში“ ჩაერთო და ასევე, პირველი ფინტექ კომპანია ბაზარზე, რომელიც გამოიყნებს თავის ბიზნეს - მოდელში გადახდის ინიცირებას ღია ბანკინგით, რაც შეამცირებს როგორც ხარჯებს, ისე შუამავლებს, დღეისთვის ბაზარზე არსებული ტრადიციული გადახდის არხებთან შედარებით.

ვაკო თურნავა - Keepz-ის დამფუძნებელი: “ღია ბანკინგი ბევრ ახალ შესაძლებლობას ქმნის როგორც ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. ის გვაძლევს საშუალებას, რომ გავაიაფოთ და გავამარტივოთ გადახდის ოპერაციები. დღეს Keepz-ის სახით გვყავს პირველი კომპანია, რომელმაც, 1 თვის წინ, ღია ბანკინგის ლიცენზია მოიპოვა და დღეს უკვე რეალურ პროდუქტებს სთავაზობს ბაზარს. ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ გვინდა, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა კომპანიებს ვესაუბროთ ღია ბანკინგის სარგებელზე. იმედი გვაქვს, ამ შესაძლებლობას რაც შეიძლება მეტი ბიზნესი გამოიყენებს.“

მიხეილ კაპანაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი: „ეს შეხვედრა ღია ბანკინგის ეკოსისტემაში ახალი ეტაპის დასაწყისია: ჩვენ შემოგვემატა ახალი ტიპის წევრი - პირველი არასაბანკო ტიპის პროვაიდერი. თუ აქამდე მხოლოდ საუბარი შეგვეძლო იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს მოხდებოდა - ეს დღე ახლა უკვე დადგა. იმედი გვაქვს, მაგალითი სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდება და, ასევე,

იმედია, ეს შეხვედრა ამ პროცესს დააჩქარებს.“

მნიშვნელოვანი დეტალები:

ღონისძიების თარიღი და დრო: 13 სექტემბერი, 18:40 საათი

მისამართი: Hive Tech Hub, მ.თამარაშვილის 13

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში