კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება

მოახლოებული არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემოებების აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა რეგისტრაცია გაევლოთ იუსტიციის სამინისტროში და დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები,“ ხელისუფლებამ განაცხადა რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იგი დააფინანსებს.

ამ თემაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „თუ უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულს ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია“.

ვიცი, თქვენც გაქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია და არ დარეგისტრირდით, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივას?

- ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი და დრო, თუ როდის გაკეთდა ეს განცხადება და რა იყო ამის მიზანი. სინამდვილეში, არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ სჭირდებოდათ სახელმწიფო მხარდაჭერა და ყოფილა ამ თემაზე რაიმე ურთიერთგაგება. მაგრამ, ჩვენ რასაც ამაში ვგულისხმობთ, ევროპაში არსებული პრაქტიკა და იმ მოდელის დანერგვაა. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თანხა გამოყოფს. მაგალითად, ესტონეთში არასამთავრობო სექტორის ამისთვის წელიწადში გამოყოფა 25 მილიონი ევრო. ეს თანხა მიეცემა სრულიად დამოუკიდებელ ფონდს, რომლის ბორდი ავტორიტეტული და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული.

არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ სჭირდებოდათ სახელმწიფო მხარდაჭერა და დაფინანსება, ამაზე საუბარი, დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ თემაზე საუბარი ხელისუფლებასთან მე პირადად და ბევრ ჩემს კოლეგასაც ჰქონდა. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც, მთავრობაში, მაგრამ, არასდროს არ იყო ამ თემაზე რაიმე ურთიერთგაგება

ამ ფონდში განისაზღვრება პრიორიტეტები, თუ რა მიმართულებითაა მნიშვნელოვანი თანხების მიმართვა. მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები განისაზღვრება, ამის მიხედვით გამოიყოფა თანხები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე არასამთავრობოებისთვის. შემდეგ ტარდება სრულიად გამჭვირვალე ტენდერები და არასამთავრობოები ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეებს აკეთებენ. საინტერესო ისაა, რომ ამ ფონდისა და არასამთავრობოების საქმიანობაში სახელმწიფო საერთოდ არ ერევა.

საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თანხა გამოყოფს. მაგალითად, ესტონეთში არასამთავრობო სექტორის ამისთვის წელიწადში გამოყოფა 25 მილიონი ევრო. ეს თანხა მიეცემა სრულიად დამოუკიდებელ ფონდს, რომლის ბორდი ავტორიტეტული და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული

ახლა რაც ჩვენში ხდება, ამგვარ მოდელთან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელისუფლების ურთიერთობას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არ არის ის, რაზეც მე და ჩემი კოლეგები ხელისუფლებასთან ვსაუბრობდით. ახლა არის მცდელობა იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მოხდეს სეგრეგაცია, წაახალისონ იმ ენჯ-ების დაფინანსება, რომლებიც დაეთანხმნენ მათ კანონს, პრაქტიკულად წყალში ჩაყარეს ის წინააღმდეგობა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ეწეოდა არასამთავრობო სექტორი და დარეგისტრირდნენ „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად“. ამით მთავრობას უნდა დაყოს არასამთავრობო სექტორი და უთხრას - ვინც ჩვენ გვიჯერებთ, ვინც ჩვენთან კარგ ურთიერთობაშია, არ გვიწევს წინააღმდეგობას ჩვენი პოლიტიკის გატარებაში, მათ დავაფინანსებთ. თან არავის არ უხსენებია თუ როგორ მოხდება, ამ დაიჯერე არასამთავრობოების დაფინანსება.

ახლა არის მცდელობა იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მოხდეს სეგრეგაცია, წაახალისონ იმ ენჯ-ების დაფინანსება, რომლებიც დაეთანხმნენ მათ კანონს, პრაქტიკულად წყალში ჩაყარეს ის წინააღმდეგობა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ეწეოდა არასამთავრობო სექტორი და დარეგისტრირდნენ „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად“

ეს იმას ჰგავს, ხელისუფლებამ ამას წინათ ანტიკორუფციული ბიურო რომ შექმნა და პარლამენტს კი არა, პრემიერს დაუქვემდებარა. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს ამ მმართველი ძალის დაქვემდებარებაში გამოდის. როგორც ჩანს, ასევე აპირებენ დააფინანსონ ხელისუფლების დამჯერე არასამთავრობოები. ახლა ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება მეტი „გონგოები“ დააფინანსოს. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას რომ ეწევიან. ან ისეთები, რომლებიც სამთავრობო პოლიტიკას ხოტბას ასხამენ. კანონის მიღების დროს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში საკმაოდ ბლომად არსებობენ.

ახლა ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება მეტი „გონგოებიდააფინანსოს. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას რომ ეწევიან. ან ისეთები, რომლებიც სამთავრობო პოლიტიკას ხოტბას ასხამენ. კანონის მიღების დროს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში საკმაოდ ბლომად არსებობენ

- მოდით, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადავიდეთ. არჩევნები საარჩევნო ფინიშის სწორს უახლოვდება. ვხედავთ, საარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკური ძალების ლოზუნგებს, რომლებითაც ისინი წარდგებიან ამომრჩევლების წინაშე. საუბარი ხელისუფლების ლოზუნგების განხილვით დავიწყოთ და შემდეგ სხვებზე გადავიდეთ. ხელისუფლების მთავარი ლოზუნგია „მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით, ევროკავშირისკენ“.

სინამდვილეში, ხელისუფლების რიტორიკა და წინასაარჩევნო ნაბიჯები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება, საპირისპიროზე მეტყველებს. თქვენი დაკვირვებით, ეს ყველაფერი ერთმანეთთან როგორაა თავსებადი?

- თავსებადი რომ არაა, დაფიქრებული ადამიანი, რომელიც ლოზუნგს მხოლოდ კი არ ეცნობა, არამედ აქვს ანალიზის უნარი და შეუძლია მოვლენების გაანალიზება, ამას იოლად ხვდება. ვისაც ამგვარი უნარები აქვს, მისთვის ეს ხშირ შემთხვევაში დაუჯერებელია, მეტიც აღმაშფოთებელიც კია. მაგრამ, არიან ადამიანები და ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც, ნებისმიერი ტყუილისა და მანიპულაციის მცდელობის მიმართ მიუღებლობას იჩენს. ასეთი ბანერების დანახვა, როდესაც რეალურად, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხდება, ნებისმიერი სამთავრობო არხი როგორც ცდილობს ევროკავშირისა და აშშ-ს დისკრედიტაციას, როგორ ცდილობენ ჩვენი პარტნიორების, როგორც მტრული ძალის“, როგორც ომის გამჩაღებლის, წარმოჩენას. ამის ფონზე კი ხელისუფლება ამბობს, - ჩვენ გპირდებით რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით. ეს ყველაფერი სიურრეალიზმის სფეროდანაა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება. ევროკავშირის წევრი წამყვანი ქვეყნების ლიდერები კარგა ხანია ამბობენ, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს და მიდის სხვა მიმართულებით. ერთადერთი საშუალება, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს, გვეუბნებიან - საქართველომ უნდა შეასრულოს ის 9 პირობა, რომელიც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მონიჭებისას მოგვცეს, და ასევე უნდა გაიწვიოს კანონი „აგენტების“ შესახებ და კიდევ რიგი სხვა კანონები, რომელიც ევროკავშირისთვის მიუღებელია.

ერთადერთი საშუალება, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს, გვეუბნებიან - საქართველომ უნდა შეასრულოს ის 9 პირობა, რომელიც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მონიჭებისას მოგვცეს, და ასევე უნდა გაიწვიოს კანონი „აგენტების“ შესახებ და კიდევ რიგი სხვა კანონები, რომელიც ევროკავშირისთვის მიუღებელია

მეტიც, ევროპელი ლიდერები გვეუბნებიან, სანამ საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არსებობს „აგენტების“ კანონი, საქართველოს წინსვლა ევროკავშირში არ იქნება და ეს საკითხი გაყინული იქნება. საერთოდ, ამა თუ იმ ქვეყნის ევროკავშირში შესვლა არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნება. თუ რომელიმე ევროკავშირის ერთმა წევრმა ქვეყანამ თქვა უარი, გადაწყვეტილება არ მიიღება. ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალურია ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. ახლა როცა ევროკავშირის ქვეყნები წინააღმდეგი არიან ამ კანონის მიღების და მის გაწვევას ითხოვენ, ამ კანონის პირობებში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი არიან, ხელისუფლების მთავარი ლოზუნგი აბსოლუტური ტყუილია და გაუგებარი რასთან გვაქვს საქმე.

ევროპელი ლიდერები გვეუბნებიან, სანამ საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არსებობს „აგენტების“ კანონი, საქართველოს წინსვლა ევროკავშირში არ იქნება და ეს საკითხი გაყინული იქნება

მმართველი გუნდი ამომრჩეველს ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება. მე კარიერული დიპლომატი ვიყავი და ყოველთვის ვცდილობდი კატეგორიული გამოთქმები არ გამომეყენებინა, ახლაც შევეცადე დიპლომატიური ტერმინი გამომეყენებინა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, შეფასების - აბსოლუტური ტყუილისა და მანიპულაციის გამოუყენებლობა, არანაირად არ გამოდის.

- გასულ დღეებში ინტერესით ვადევნებდით თვალს საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სარჩელის განხილვას. საკონსტიტუციო სასამართლო განაჩენის გამოსატანად კი გავიდა, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, იგი არ ჩქარობს გადაწყვეტილების გამოტანას. არადა, არასამთავრობოების მხოლოდ 2%-მდე მიიღო ხელისუფლების თამაშის წესები. თუ ასე გაგრძელდა, არჩევნებს როგორ შეხვდება არასამთავრობო სექტორი?

- ყველას სურვილია და დაინტერესებულია იმაში, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიანად, იგი ჩატარდეს გამჭვირვალედ. მანიპულაციების მცდელობა რომ ოქნება, უკვე ჩანს. ლოზუნგებში და ათასგვარი ხრიკებით ხდება მმართველი ძალის მიერ მანიპულირება წინასაარჩევნო გარემოსი. ეს იმაზეც მიანიშნებს, თუ რატომ არ იტყვიან ისინი უარს არჩევნების გაყალბებაზე.მაგრამ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საზოგადოების მობილიზებითა და ძალისხმევით, საზოგადოების დისციპლინირებულობით, ძალიან მაღალი აქტივობით, რომელიც საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს, შესაძლებელი იქნება არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. ასევე ისეთი შედეგის მიღება, რომელსაც საზოგადოება ენდობა და მიიღებს.რა თქმა უნდა, იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ, იმედია დამკვირვებლებს მიეცემათ დაკვირვების განხორციელება. ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში ისეთი პოლარიზაციისა და განწყობა შექმნა, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა ცუდია. ხელისუფლებამ რატომღაც მთელ ოპოზიციას დაარქვა „რადიკალური ოპოზიცია“.

ხელისუფლების განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება მაქსიმალური პოლარიზაციის პირობებში სურს. თუ საზოგადოება გახლეჩილია, აუცილებლად იწვევს აგრესიის გამოვლინებას, ერთმანეთის მიმართ უნდობლობას, უპატივცემულობას. აქედან კი ძალადობამდე ერთი ნაბიჯია. სადაც ძალადობაა, იქ არის შიში, და ვერ გადაუწყვეტია არჩევანი ვისზე შეაჩეროს. ასეთ პირობებში კი დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების დღეს ბევრი სახლიდან არც კი გამოვიდეს

მათი გაგებით, მთელი ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში აპირებს შესვლას, ყველა „რადიკალური ოპოზიციაა“, რადგან ისინი „ქართული ოცნების“ ოპონენტები არიან. მთელი ოპოზიციის „რადიკალურ ოპოზიციის“ მონათვლით ხელისუფლებამ თავად გახლიჩა საზოგადოება და ამით გაზარდა პოლარიზაცია. ხელისუფლების განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება მაქსიმალური პოლარიზაციის პირობებში სურს. თუ საზოგადოება გახლეჩილია, აუცილებლად იწვევს აგრესიის გამოვლინებას, ერთმანეთის მიმართ უნდობლობას, უპატივცემულობას. აქედან კი ძალადობამდე ერთი ნაბიჯია. სადაც ძალადობაა, იქ არის შიში და ვერ გადაუწყვეტია არჩევანი ვისზე შეაჩეროს. ასეთ პირობებში კი დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების დღეს ბევრი სახლიდან არც კი გამოვიდეს.

- ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ხალხს ომით აშინებს და ცხადებს - თუ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ არ მოიგო, ქვეყანა ომში ჩაერთვება და ასე შემდეგ. მეტიც, ხელისუფლება კარგა ხანია აცხადებს, რომ ომში ჩართვას საქართველოს დასავლეთი აძალებს. ვითარებაში, როცა დასავლეთი უკრაინას იმ მოცულობით ვერ ეხმარე, რაც საჭიროა, დრო და დრო კიევს მშვიდობისკენაც მოუწოდებს, ანუ თავისი გასჭირვებია, ამგვარი მტკიცებები აშკარად გაუგებარია. რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მტკიცება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს?

- ხელისუფლების მტკიცება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, საფუძვლიანი რომ იყოს, მმართველი გუნდი დიდი ხნის წინ ამის დამადასტურებელ მასალებს გამოამზეურებდა. თუ აშშ-ს ელჩი რატომღაც ივანიშვილს აძალებდა საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაეხსნა, მაშინ ისინი დიდი ხნის წინ გამოამზეურებდნენ ამის დამადასტურებელ მასალებს. სხვა შემთხვევაში ამგვარი ბრალდებები აშკარად ჰგავს ცილისწამებას.

თუ აშშ-ს ელჩი რატომღაც ივანიშვილს აძალებდა საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაეხსნა, მაშინ ისინი დიდი ხნის წინ გამოამზეურებდნენ ამის დამადასტურებელ მასალებს. სხვა შემთხვევაში ამგვარი ბრალდებები აშკარად ჰგავს ცილისწამებას

თუ ვინმეს საქართველოში ომი სურს, ამის მსურველი მხოლოდ რუსეთია. დასავლეთი ახლა უკრაინას აძალებს ომის მოსკოვთან გარკვეულ პირობებზე დასრულებას. დასავლეთი კაპიტალისტური სამყაროა, მისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესი, შემოსავლები, თავისუფალი ვაჭრობა. საერთოდ, ომი შეუთავსებელია დემოკრატიული სამყაროსთვის. ამიტომაცაა, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა ომს არასდროს არ აწარმოებს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს ერთმანეთთან არ უომიათ. რატომ? იმიტომ რომ ამ სივრცეში დამყარებულია დემოკრატიული წესრიგი. მეტიც, ისინი მიხვდნენ, რომ ომით არაფერი კარგი არ შეიძლება გაკეთდეს. რუსეთი და მისი გარემოცვა, არიან ავტორიტარული ქვეყნები, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც სულ კბილებს ილესავენ და სულ ომისთვის ემზადებიან. ჩინეთი ამათ შორის ყველაზე ნაკლებად, მაგრამ სულ ემუქრება ტაივანს. ომისა და ძალის გამოყენების მუქარა, რუსეთის და ავტორიტარული სამყაროს ნიშანი. დასავლური ქვეყნები პირიქით, ყველანაირ რესურს იყენებენ იმისთვის, რომ როგორმე ომი არ იყოს. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც მის სამეზობლოში არიან. ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინას ეომება, ამ ომში კიდევ საქართველოს ჩართვა, ვითარებას კიდევ უფრო უკონტროლოს გახდიდა. ამის მენეჯმენტი დასავლეთს კიდევ უფრო გაუჭირდებოდა, ამიტომ ლოგიკურადაც კი გამორიცხულია რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდეს. ამ თემით მანიპულაცია ჩემი აზრით უმაღლესი დონის უსინდისობაა.

ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინას ეომება, ამ ომში კიდევ საქართველოს ჩართვა, ვითარებას კიდევ უფრო უკონტროლოს გახდიდა. ამის მენეჯმენტი დასავლეთს კიდევ უფრო გაუჭირდებოდა, ამიტომ ლოგიკურადაც კი გამორიცხულია რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდეს. ამ თემით მანიპულაცია ჩემი აზრით უმაღლესი დონის უსინდისობაა

დიახ, უსინდისობაა იმ ქვეყნების მიმართ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა გადაარჩინა, ვინც ჩვენი განვითარება უზრუნველყო, ვინც ჩვენ დღეს იმ დონის სახელმწიფომდე მიგვიყვანა, რომელიც გვაქვს. ასეა თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ცუდი ქვეყანა არ გვაქვს. ვიმეორებ, პარტნიორებისთვის იმის დაბრალება, რომ მათ ჩვენი ომში ჩართვა უნდათ, ნამდვილად უსინდისობაა.

- რუსეთის საგარეო მინისტრის ლავროვის ამას წინანდელ განცხადებაზე მინდა გკითხოთ. სერგეი ლავროვმა განაცხადა - „რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველი ხალხს აქვს მართლმადიდებლობა, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშალა და გაითელა იმ „წესებზე“, რომელთაც დასავლეთი ყველას უწესებს, ლიბერალურ დემოკრატიის ან თუ გნებავთ, „დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში.“ თავად ეროვნულობადაკარგული თბილისელი ქალანთაროვ-ლავროვი რომ ქართულ იდენტობაზე დარდობს, უკვეა ღიმილის მომრგველიც კია. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ამ ტიპის განცხადებები?

- მოსკოვისთვის ყველანაირი ანტიდასავლური ნარატივი, რომელიც ერის გახლეჩაზეა ორიენტირებული, ცხადზე უცხადესია. ვხედავთ, რომ გვაძალებენ მართლმადიდებლურ თეოლოგიაში შესვლას. აბსოლუტური ნონსენსია იმის მცდელობა, რომ ქართული მართლმადიდებლობა ქრისტიანულ დასავლეთს დაუპირისპირდეს. თუ დღეს ადამიანის ღირსებას, რელიგიურობას არ გავუფრთხილდით, რაც ევროპაში ცხოვრების წესია, მაშინ საერთოდ, გაუგებარია რაზეა საუბარი. მართლმადიდებლობა ისევე იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის, როგორც ევროპაში, ასევე გამჭვირვალობისთვის, თანასწორობისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დემოკრატიული სამყარო ზუსტად იმავე ქადაგებს, რასაც მართლმადიდებლობა. ჩვენ არა ვართ ის ხალხი ამ თემებში ლავროვისგან რამე გვესწავლებოდეს.

მოსკოვისთვის ყველანაირი ანტიდასავლური ნარატივი, რომელიც ერის გახლეჩაზეა ორიენტირებული, ცხადზე უცხადესია. ვხედავთ, რომ გვაძალებენ მართლმადიდებლურ თეოლოგიაში შესვლას. აბსოლუტური ნონსენსია იმის მცდელობა, რომ ქართველი მართლმადიდებლობა ქრისტიანულ დასავლეთს დაუპირისპირდეს

მეტიც, უკრაინა-რუსეთის ომის გაჩაღებაში მას დიდი როლი აქვს შესრულებული. მას ასევე დიდი „წვლილი“ აქვს შეტანილი საქართველოში არაერთ სისხლისღვრაში. ლავროვს თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ რუსეთი, როგორც მართლმადიდებლური ქვეყანა თავს დასხმოდა მეორე მართლმადიდებლურ ქვეყნას - უკრაინას. მოდით, საქმეზე ვილაპარაკოთ. დასავლური სამყარო ჩვენგან მოითხოვს სტანდარტების დაცვას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის დაცვის ზედმიწევნით შესრულებას და ასე შემდეგ.

- როცა ლავროვის განცხადებას გავეცანი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა - რა თქმა უნდა, მას „ქართული იდენტობა“ ყველაზე ნაკლებად ადარდებს, მაგრამ, ახარებს ის, რომ მისი აღქმით ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ ცოცხალია „ქართული იდენტობის“ საბჭოური მენტალობა გაგება, რისი გამოვლინებებიც საკმაოზე მეტადაც კი გვაქვს. მხედველობაში მაქვს მოთხოვნები ჩვენს პასპორტში ეროვნების ჩაწერის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

- ის, რაც ჩვენ გვეამაყება ქართველობაში, ამას ქართველი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ისედაც ბევრი გვაქვს დაკარგული. სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენთან ღირებულებების აღრევა ხდება, მაგრამ, ყველამ კარგად იცის, რომ ქართული ღირებულებები ქრისტიანული ღირებულებებია, რაც პრინციპში სიკეთის ცენტრში დაყენებას ნიშნავს. ადამიანის მიმართ ისეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორც საკუთარი თავისადმი. ეს არის ქართული ღირებულებების ქვაკუთხედი.

რუსეთის მიზანი საქართველოში სულ იყო ამ ქვეყნის მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაცია და მუდმივი დაპირისპირება და ქიშპობა. ეს არის იმის მექანიზმი, რომ მართლა უსამშობლო რუსულ ელიტას, რომელიც ვერ იტანს საკუთარ ერს, რომელიც საკუთარი ხალხი დაიყვანა მარტივ აზროვნებამდე - ღირებულებების კონტექსტს ვგულისხმობ, უნდა, რომ საქართველოს ასწავლოს ჭკუა? ჩვენ ამ ხალხისგან ჭკუა არ გვესწავლება

სხვას უნდა შეხედო ისე, როგორც საკუთარ თავს, სხვას ისევე უნდა მოეფერო და გაუფრთხილდე, როგორც საკუთარ თავს. სულ ძმობაზე და ერთობაზეა საუბარი ქართულ მართლმადიდებლობაში. ლავროვი რომ აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული იმაში, რომ ქართველების ერთობაში და ერთმანეთის მიმართ თანადგომაში, ეს ვიცით. რუსეთის მიზანი საქართველოში სულ იყო ამ ქვეყნის მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაცია და მუდმივი დაპირისპირება და ქიშპობა. ეს არის იმის მექანიზმი, რომ მართლა უსამშობლო რუსულ ელიტას, რომელიც ვერ იტანს საკუთარ ერს, რომელიც საკუთარი ხალხი დაიყვანა მარტივ აზროვნებამდე - ღირებულებების კონტექსტს ვგულისხმობ, უნდა, რომ საქართველოს ასწავლოს ჭკუა? ჩვენ ამ ხალხისგან ჭკუა არ გვესწავლება.

- ჩემდა გასაკვირად, ლავროვის ამ განცხადებას საკმაოდ ბევრი ქართველი გამოეხმაურა. როგორც ჩანს, ბევრს ავიწყდება, რომ ამხ. ლავროვი, როცა გაეროში რუსეთის ელჩი იყო, 2001-2002 წლებში, რა თქმა უნდა, მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციით მხარი არ დაუჭირა იმხანად აფხაზეთში ( საქართველო) გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის, დიტერ ბოდენის შემუშავებულ დოკუმენტს „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ“. მაშინ, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. მაშინ ლავროვს, როგორც ჩანს არ გახსენებია, რომ „ქართული იდენტობა“ იმასაც მოიცავს, რომ აფხაზეთი საქართველოა...მოკლე მეხსიერება გვაქვს თუ რაშია საქმე...

- მოკლე მეხსიერების ქონა, საერთოდ კაცობრიობის პრობლემაა. ჩვენს ეპოქაში ადამიანს მეხსიერება საკმაოდ მოკლე აქვს იმის გამო, რომ ყველა საშუალებებით ბევრ ინფორმაციას იღებს და უჭირს ყველა ფაქტისა თუ მოვლენის დამახსოვრება. ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ. მაგრამ, არსებობს ინტერნეტი და ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობა. ვისაც ჭეშმარიტება და სიმართლე აინტერესებს, ის სხვანაირად იქცევა. სხვადასხვა წყაროებით ყველაფერს ამოწმებს, ანალიზს უკეთებს მოვლენებსა და ფაქტებს. დღევანდელ ეპოქაში ადამიანის შეცდომაში შეყვანა და მოტყუება ძალიან იოლია. ამიტომ, ყველას პასუხისმგებლობაა არ იქნას მოტყუებული. ყველამ, პირველ რიგში უნდა დააყენოს ქვეყნის ინტერესი. ეს რამე აბსტრაქციულს სულაც არ ნიშნავს. ქვეყნის ინტერესი ნიშნავს ყველა ადამიანის ინტერესის გათვალისწინებას.

დღევანდელ ეპოქაში ადამიანის შეცდომაში შეყვანა და მოტყუება ძალიან იოლია. ამიტომ, ყველას პასუხისმგებლობაა არ იქნას მოტყუებული. ყველამ, პირველ რიგში უნდა დააყენოს ქვეყნის ინტერესი. ეს რამე აბსტრაქციულს სულაც არ ნიშნავს. ქვეყნის ინტერესი ნიშნავს ყველა ადამიანის ინტერესის გათვალისწინებას

თუ ადამიანების ყოფას რამე აუმჯობესებს, ეს არის კარგი პოლიტიკა, თუ რაღაც პოლიტიკა, ან შეთავაზება აუარესებს ჩვენს ყოფას, ურთიერთობას, ჩვენს მომავალსა და ჩვენი შვილების მომავალს, ეს ადამიანმა უნდა გაიაზროს და უნდა მიხვდეს, რომ ეს პოლიტიკა არის მცდარი და ქვეყნისთვის საზიანო. ჩვენი რუსეთთან თანამშრომლობა რომ გაუარესებს ჩვენი და ჩვენი შვილების და შვილიშვილების ყოფას. თუ ჩვენი დისტანცირება არ მოხდა ავტორიტარული განვითარების გზისაგან, თუ ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება არ მოხდა, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ეს ადამიანმა თავად უნდა გაიაზროს და შესაბამისად მოიქცეს.

ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში