ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი კიევში ჩადიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს კიევს ეწვევიან, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„11 სექტემბერს სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი გაემგზავრება უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლემისთან ერთად, სადაც ისინი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილონ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ის, თუ როგორ უზრუნველყონ უკრაინის განვითარება სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 12 სექტემბერს ბლინკენი გაემგზავრება პოლონეთში, სადაც შეხვდება პოლონეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის, როგორც ნატო-ს მოკავშირეების მუშაობა, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს