გია ჯაფარიძე - ოთხი თვის წინ იყო ჩემზე თავდასხმა, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გია ჯაფარიძის განცხადებით, მასზე ოთხი თვის წინ მომხდარი თავდასხმა ისევ გამოუძიებელია.

გია ჯაფარიძემ და მისმა ადვოკატმა შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შერჩევითი ამნისტიის განხორციელება გადაწყვიტა, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ.

"დაახლოებით, ოთხი თვის წინ ჩემზე თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო, საქართველოს პროკურატურის მიერ ცნობილი ვარ დაზარალებულად, მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში გამოძიება ახალს ვერაფერს მეუბნება. ჩემს ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია გამომძიებლებთან, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ. მეტიც, "ქართულმა ოცნებამ" შერჩევითი ამნისტიის განხორციელება გადაწყვიტა, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ. ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი ადვოკატები ვითხოვდით იმ ჩანაწერებს, რომლებიც ამოღებული აქვს კრიმინალურ პოლიციას, ასევე, ჩვენი კორპუსის ჩამწერი სისტემის მასალას, ჩემს პირად ნივთებს, რომლებიც, როგორც კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები ამბობენ, ჯერ კიდევ ექსპერტიზის ბიუროშია", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, თავდამსხმელები დადგენილი არიან, მაგრამ, "ქართულ ოცნებას" უნდა, მათ ამნისტია შეუფარდოს.

"ამ ადამიანებს თავდასხმა დაუკვეთეს და შეასრულებინეს, დღეს კი უნდათ, რომ მათ ამნისტია შეუფარდონ და პასუხისმგებლობა მოუხსნან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს თავდასხმა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული იყო.

რაც შეეხება ექსპერტიზის ბიუროს, აქამდე არ არის ჩატარებული ექსპერტიზა, რადგან მას არ აქვს სათანადო რესურსები. სწორედ ამიტომ, გვინდა სახელმწიფოში სწრაფი გამოძიება, ამიტომაც გვინდა ევროკავშირი, ამიტომაც გვინდა 14 მილიარდიანი გრანტი, რომელსაც საქართველო პირდაპირი წესით მიიღებს. ჰელსინკის კომისია, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ადამიანებზე თავდასხმა მოხდა და მათზე "ტიტუშკებმა", ზონდერებმა იძალადეს. თუ ეს არ იქნება გამოძიებული, პირდაპირ მიუთითებს, რომ თავდასხმა იყო წახალისებული და სახელმწიფოს მიერ მწვანე შუქანთებული", - განაცხადა ტყეშელაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი