„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ივანიშვილის „ოცნება“ თავისი ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით კიდევ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მიზანს - ევროპულ ოჯახში გაერთიანებას

ივანიშვილის „ოცნება“ თავისი ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით კიდევ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მიზანს - ევროპულ ოჯახში გაერთიანებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა ის პროექტები წარმოადგინა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

„კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში. დღეს ივანიშვილის „ოცნება“ თავისი ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით კიდევ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მიზანს - ევროპულ ოჯახში გაერთიანებას. აჭარაში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის რა სიკეთე მოაქვს ევროპას, გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ იმ კონკრეტული პროექტების და პროგრამების შესახებ, რომლებსაც ჩვენი მეგობარი ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები წლების განმავლობაში მოსახლეობის უკეთესი მომავლისთვის ახორციელებდნენ, რაშიც მილიონობით ევრო დაიხარჯა ან კიდევ იხარჯება. ეს პროექტებია: ერასმუსის გაცვლითი პროგრამა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორ მასწავლებლებისათვის - 12 მილიონი ევრო, ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემების სრული რეაბილიტაცია - 200 მილიონი ევრო, აჭარის სოფლებისა და დაბების წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია - 100 მილიონი ევრო, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია -7 500 000 ევრო, ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა - 7 მილიონი ევრო, ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა - ჯამში 500 მილიონი ლარი, ზარზმის გზის რეაბილიტაცია მშენებლობა - 100 მილიონი ლარი, ქობულეთში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა- 1 500 000 ევრო, ბათუმის ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი EBRD- ის ფინანსური დახმარება 7 მილიონი ევრო“, - აცხადებენ ენმ-ს წევრები.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს