რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

"ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევია. ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა", - განაცხადა ერდოღანმა ვიდეო მიმართვაში ყირიმის პლატფორმის ლიდერთა მეოთხე სამიტზე.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამ, რომელსაც თურქეთი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა, კიდევ უფრო გააღრმავა ყირიმელი თათრების ტანჯვა, რომლებმაც 80 წლის წინ დეპორტაცია განიცადეს და ხაზი გაუსვა, რომ ყირიმელი თათრების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ცნობისთვის, კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება. მასში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩავიდნენ : აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სპიკერი და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს