ირაკლი კობახიძე  - იყო სირთულეები სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით,  თუმცა მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სკოლებში თავიანთ სახლებთან ახლოს

იყო გარკვეული სირთულეები სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით, თუმცა მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ სფეროში გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტემპები მაქსიმალურად დაჩქარდეს.

„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და აქ არის სერიოზული ცვლილებები საჭირო. საჭიროა პროცესის ინტენსიურად გაგრძელება. იყო გარკვეული სირთულეები ტემპების კუთხით, შესაბამისად, გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა ამ სფეროში. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტემპები მაქსიმალურად დავაჩქაროთ. საკმაოდ დიდი ხანია მოსწავლეებს სხვა სკოლებში უწევთ სიარული. ტემპები არის საკმაოდ დასაჩქარებელი. გორში, თბილისში, დასავლეთ საქართველოში არის სხვადასხვა შემთხვევები. მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია