„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის კამპანიის ღონისძიება „კი ევროპას“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გვანცა გაზდელიანმა და გიორგი კუპატაძემ გახსნეს

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თბილისის კამპანიის ღონისძიება „კი ევროპას“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გვანცა გაზდელიანმა და გიორგი კუპატაძემ გახსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისში, ევროპის მოედანზე, მშვიდობის ხიდის გვერდით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის კამპანიის ღონისძიების - “კი ევროპას” გახსნისას გვანცა გაზდელიანმა განაცხადა, რომ ფრაზა "პოლიტიკა ბინძური საქმეა" ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობის მთავარი მტერია.

"დავიწყებ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ფონი, რომელსაც თან სდევს ერთი ცნობილი ფრაზა: „პოლიტიკა ბინძური საქმეა!“ თუკი ეს ფრაზა ერთხელ მაინც გსმენიათ, გილოცავთ - თქვენ მარტო არ ხართ! რეალურად, ეს ფრაზა არის ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობის მთავარი მტერი, ვინაიდან სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას, განათლების ხარისხს, ჯანდაცვას, მშვიდობას და მრავალ სხვას. სწორედ პოლიტიკაა ის, რომელიც ამბობს, რომელ გემში უნდა ვისხდეთ: გემში, რომელიც მიდის წინსვლისკენ და წარმატებისკენ თუ გემში, რომელიც მიდის ჩრდილოეთისკენ, რუსეთში. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თითოეული მოქალაქე უნდა მივიდეს საარჩევნო უბანთან და უნდა მისცეს ხმა ჩემს, შენს და ჩვენი ყველას კეთილდღეობას. ძალა ჩვენშია, წინ - გამარჯვებისკენ“, - განაცხადა გვანცა გაზდელიანმა ღონისძიების გახსნისას.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი კუპატაძის განცხადებით, დღეს იწყება თბილისის კამპანია, რომელიც „26 ოქტომბერს დასრულდება ამ ქალაქის გამარჯვებით, დასრულდება თითოეული თბილისელის გამარჯვებით, ვისაც სჯერა და სწამს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია“.

„ძალიან მალე, „რუსული ოცნება“ დამარცხდება. დამარცხდება ძალა, რომელიც სწორედ ამ ქალაქის ქუჩებში, უმოწყალოდ უსწორდებოდა ასეულობით ათას საქართველოს პატრიოტს, ხალხს, რომელსაც არ სურს რუსეთის მონობაში ცხოვრება. მე ვარ ამაყი იმიტომ, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც ფასეულია თავისუფლება, ეროვნულობა და დასავლური ღირებულებები, მე ვიდექი რუსთაველის გამზირზე და მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, თითოეულმა გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი თაობა, რომელიც გაიზარდა მიხეილ სააკაშვილის მონაპოვარზე, ივანიშვილის ძირგამომპალ რეჟიმს ეტყვის - არა!

ვარდების რევოლუციის იდეალებით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის რწმენით, პრეზიდენტის რწმენით, რომელსაც სწამდა, რომ ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტი შეუძლია, სწორედ ამიტომ, მჯერა, მჯერა ისე, როგორც არასდროს, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს და 26 ოქტომბრის შემდეგ დავიწყებთ საქართველოს აღმშენებლობას თავიდან“, - განაცხადა გიორგი კუპატაძემ ღონისძიების გახსნისას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია