„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წევრებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს გვიან ღამით უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სააგიტაციო მასალას ავრცელებდნენ, რა დროსაც რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე, ხელისშეშლა სცადა.

როგორც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრი, ამირან ნატრიაშვილი აღნიშნავს, მათ თავს წინასწარ ორგანიზებული „ქართული ოცნების” „ზონდერების ჯგუფი დაესხა“.

„ჩვენ დავურეკეთ ჩვენს მეგობრებს და როდესაც ისინი მოვიდნენ, ეს ადამიანები ისევ უკან დაბრუნდნენ. ამის შემდგომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, რომ „რა მაისურები გაცვიათ, ვის უჭერთ მხარს“. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები „ოცნების” ზონდერები იყვნენ, ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ განეხორციელებინათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობა“, - განაცხადა ნატრიაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს