„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა. დღესდღეობით თბილისში „საბვეის“ უკვე 12, ხოლო რეგიონში 5 რესტორანი ოპერირებს. ახალი რესტორანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე გაიხსნა, სადაც „საბვეის“ გარდა, დანკინის“ რესტორნის, „სმარტის“ სუპერმარკეტი „და „ვინტოს“ ავტო-მომსახურების ცენტრიცაა განთავსებული. წლის ბოლომდე „საბვეის“ ქსელი უკვე 20-მდე რესტორნით იქნება წარმოდგენილი. „Subway International BV-სთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში “საბვეის” 80 რესტორანს გახსნის. ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრო.

„Subway International BV-სთან“- სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან გაფორმებული მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ერთ წელში 17 რესტორანი გავხსენით, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. ახალი რესტორნის გახსნა, სიმბოლურად, იმავე თარიღს დავამთხვიეთ, როცა „ვისოლ ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ „საბვეის“ პირველი რესტორანი გავხსენით. შესაბამისად, “ვისოლ ჯგუფთან“ ერთად „საბვეი“ საქართველოში რეკორდული სისწრაფით ვითარდება და ლეგენდარული ამერიკული ბრენდის მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები ძალიან მალე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი. “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. საქართველოში ამერიკული ბრენდების რესტორნების მართვის მრავალწლიანმა გამოცდილებამ კი შესაძლებლობა მოგვცა სრულად გაგვეთვალისწინებინა ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნები თუ სურვილები და მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა“, - აცხადებს „ვენდის”, „დანქინისა” და „საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე.

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებისთვის 2013 წლიდან ზრუნავს და დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 121 რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშე და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

„საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ლიდერია.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში