ლევან იოსელიანი აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ ლ. დანიგანს შეხვდნენ.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველის სტატუსი და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მისი საქმიანობის მნიშვნელობა განიხილეს, ხაზი გაუსვეს ინსტიტუციის საზედამხედველო როლს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების პროცესზე, მათ შორის, სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთისა და პოლიტიკური დაპირისპირების უსაფრთხოდ, ეთიკური ნორმების ფარგლებში წარმართვის მისაღწევად.

„ელჩმა კიდევ ერთხელ, პირადად დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია - გააგრძელოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა.

ელჩმა სახალხო დამცველს საქართველოში ახლად დანიშნული აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი, ჯეიმი შაფელბარგერი წარუდგინა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა USAID/კავკასიის, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე, კორინ როთბლუმი.

მხარეებმა შეხვედრაზე პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოთქვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია